ru24.pro
Rustavi 2 (rustavi2.com)
Декабрь
2016

Новости за 21.12.2016

"გასაკვირი იქნებოდა, რუსები არ იყენებდნენ ამ ფაქტორს" - თეოლოგი საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სინოდის სხდომის წინ საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებას თეოლოგები ეხმაურებიან. ამ თემასთან დაკავშირები დღეს კურიერთან საკუთარ მოსაზრებაზე ისაუბრა ლევან აბაშიძემ.

Читать дальше...

მსოფლიო ვარსკვლავები ქართველი ბავშვების დასახმარებლად - "ნატვრის ხე" საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადება

Rustavi 2 (rustavi2.com) 

მსოფლიო ვარსკვლავები ერთ სცენაზე ქართველი ბავშვების დასახმარებლად. ფონდი ნატვრის ხე საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადება. ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, მეგობრებთან ერთად სტუმრებს სრულიად განსხვავებულ საახალწლო კონცერტს პირდება. 

Читать дальше...

ალეპოდან ევაკუაციის პროცესი დროებით შეფერხდა

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის ბოლო ეტაპი დროებით შეფერხდა. ჟურნალისტების ცნობით, ხალხით სავსე ავტობუსები, რომლებსაც ქალაქი ჯერ კიდევ გუშინ უნდა დაეტოვებინათ, ამ დრომდე ადგილზე რჩება.

Читать дальше...

შსს მინისტრი უწყებაში მოსალოდნელ შემცირებებს აანონსებს 

Rustavi 2 (rustavi2.com) 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსალოდნელ შემცირებებზე განცხადება დღეს მინისტრმა გააკეთა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში, რესტრუქტურიზაცია სამინისტროშიც დაწყებულია.

Читать дальше...

ბერლინის პოლიცია ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ბერლინის პოლიცია ტერაქტის ორგანიზებაში მთავარ ეჭვმიტანილს, ტუნისელ ახალგაზრდას ეძებს. 1992 წელს დაბადებული, ტუნისელი ანის აჰმედის პირადობის მოწმობა სატვირთო მანქანის კაბინაში იპოვეს. სამართალდამცველებმა უკვე შეამოწმეს ქალაქ ემერიხის მიგრანტების თავშესაფარი, სადაც ეჭვმიტანილი ცხოვრობდა. თუმცა, მის კვალს ვერ მიაგნეს.

Читать дальше...

შეწყვეტილი სოციალური დახმარება - გარაჯაევები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სოფელ ამამლოში მცხოვრები გარაჯაევები ახალ წელს სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეხვდებიან. სოციალური მომსახურეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ოჯახს შემწეობა დამალული ქონების აღმოჩენის შემდეგ მოეხსნა, თუმცა სხვა მიზეზებზე საუბრობს თავად ოჯახი.

Читать дальше...

ფარული მიყურადება-თვალთვალი - სარჩელის საჯაროდ განხილვის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს

Rustavi 2 (rustavi2.com) 

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გახდება თუ არა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის სარჩელის განხილვა საჯარო. არასამთავრობო ორგანიზაცია ფარული მიყურადება-თვალთვალის არსებულ რეგულაციების გადახედვას ითხოვს.

Читать дальше...

სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება - ხვალ სინოდი იკრიბება

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სასულიერო პირებს შორის 3 კვირის წინ გაჩენილ დაპირისპირებას სავარაუდოდ ხვალ, 46 მღვდელმთავარი და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, სინოდის კრებაზე განიხილავენ.

Читать дальше...

რჩეულიშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მოსამართლემ მაია რჩეულიშვილი ისევ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატებმა პროცესზე ექიმების მიერ სამი კლინიკიდან გაცემული ცნობები წარადგინეს.

Читать дальше...

Dramatically impaired gel and affected business

Rustavi 2 (rustavi2.com) 

As a result of the sharp devaluation of the national currency many businesses have been affected in Georgia. Businessmen spoke with Rustavi2 about already inflicted and possible damage. Some of them underline the lack of attention from the government and speak about need of revising bids for tenders if depreciation continues.

Читать дальше...

მკვეთრად გაუფასურებული ლარი და დაზარალებული ბიზნესი

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შედეგად, საქართველოში უკვე ბევრი ბიზნესი დაზარალდა. ბიზნესზე უკვე მიყენებულ და მოსალოდნელ ზიანზე რუსთავი 2-თან თავად ბიზნესმენები საუბრობენ. მათი ნაწილი ხაზს მთავრობის უყურადღებობასაც უსვამს და ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში, სახელმწიფო ტენდერებით გათვალისწინებული პირობების გადახედვას ითხოვს.

Читать дальше...

შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია "ქართული ოცნების" ეკონომიკურ პოლიტიკას აკისრებს

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ენერგომწარმოებლებისთვის ტარიფის გაზრდით გაძვირებული პროდუქცია და სავალუტო კრიზისის სხვა შედეგები - ის თემებია, რომელზეც განმარტებები მთავრობისგან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა. ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში მინისტრების მისვლას მოითხოვს.

Читать дальше...

მარეგულირებელი კომისია დენის გაძვირებას არ გამორიცხავს - გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სემეკმა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სხდომა ორშაბათს არის ჩანიშნული, სადაც არ არის გამორიცხული, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ენერგომატარებლების ახალი ტარიფი დაადგინოს.

Читать дальше...

ფინანსური დარღვევები - საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირი დააკავა

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დაკავებები ფინანსური დარღვევების გამო - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე ადამიანი დააკავა. საქმე სავარაუდოდ, საგადასახადო დავალიანებებს ეხება. რამდენადაც ინფორმაცია ვრცელდება, მათ ბრალი უკვე წაუყენეს.

Читать дальше...

ირმა ინაშვილის აზრით, ხელისუფლება ეკონომიკურ კრიზისს ვერ შეაჩერებს

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პატრიოტთა ალიანსი ხელისულფებას ანტიკრიზისულ 9 პუნქტიან გეგმას სთავაზობს, რომლის პრეზენტაცია საჯაროდ დღეს გააკეეთეს. მათი გეგმის თანახმად, ლართან ერთად მიმოქცევაში უნდა შემოვიდეს დოლარი და ევროც. ირმა ინაშვილის განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა მეზობელ თურქეთში და ასევე ჩეხეთშიც არსებობს.

Читать дальше...

მთავრობა არაკომპეტენტურია ან ცრუობს - ექსპერტი აკაკი ცომაია ლარის გაუფასურებაზე

Rustavi 2 (rustavi2.com) 

„ეკონომიკა საქართველოში, თითქმის, არ იზრდება,“- ეს განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში ექსპერტმა, აკაკი ცომაიამ გააკეთა. აკაკი ცომაიამ ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.

Читать дальше...

არავის აქვს ილუზია, რომ ლარის ამ დონის გაუფასურება, პირდაპირ არ აისახება ტარიფზე - გიორგი ტუღუში

Rustavi 2 (rustavi2.com) 

საპარლამენტო ოპოზიცია ელექტროენერგიასა და გაზის ტარიფების გაზრდას ელოდება. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა. გიორგი ტუღუშის თქმით, ხელისუფლება ვერ აღიქვას იმ საფრთხეებს და კრიზისის სიმძიმეს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

Читать дальше...