თბილისში ლომბარდი დააყაჩაღეს
თბილისში ერთ-ერთი ლომბარდი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს ჯავახაშვილის ქუჩაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც მიმალვას ცდილობდა.
ქუჩაზე ორი გასროლა მოხდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვისი მხრიდან. შსს-მ თავდამსხმელი მალევე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველის ადგილზე აყვანა თავად ლომბარდის მეპატრონემ შეძლო.
საქმე აღძრულია 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
