საგარეჯოს რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი ისევ არ გამოიყენეს-მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
საგარეჯოს რაიონის ორი სოფელი მოსავლის გარეშე დარჩა. სეტყვამ 30 ჰექტარ ფართობზე ვენახები, სიმინდისა და ხორბლის ნათესები გაანადგურა.
Читать дальше...
საგარეჯოს რაიონის ორი სოფელი მოსავლის გარეშე დარჩა. სეტყვამ 30 ჰექტარ ფართობზე ვენახები, სიმინდისა და ხორბლის ნათესები გაანადგურა.
Читать дальше...
178 კილოგრამი ჰეროინი ექსპერტიზაზეა გადატანილი. ბოლო წლების განმავლობაში უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ჰოლანდიაში რეგისტრირებულ სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს.
Читать дальше...
13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ვერეს ხეობაში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ამ დრომდე ელოდება. სტიქიის შემდეგ გაირკვა, რომ თითქმის მთელი წყნეთის ქუჩა კერძო პირზე იყო გაფორმებული და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მისამართზე ათეულობით წლებია ცხოვრობდნენ არაფერი ეკუთვნოდათ.
Читать дальше...
ერთი წელი თბილისის ტრაგედიიდან-დღეს ვერეს ხეობაში 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა. ასევე სიმბოლურად დაირგო 23 ხე.
Читать дальше...
ვროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა მანამდე დეპუტატები აქცენტს რუსთავი 2-ის საქმეზეც აკეთებენ.
Читать дальше...
არასამთავრობოების სარჩელი უკვე გადაგზავნილია საკონსტიტუციო სასამართლოში. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის იმ ცვლილებებს ასაჩივრებს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ დაამტკიცა.
Читать дальше...
კიდევ ერთი შეხვედრა ბრიუსელში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე-ევრო დეპუტატები ძირითად აქცენტს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე აკეთებენ. ევროპარლამენტარის, ევროპის სახალხო პარტიის წევრის სანდრა კალნიეტის თქმით, მათთვის მიუღებელია შერჩევითი სამართალი ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ.
Читать дальше...
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს უპირისპირდება - ამჯერად კითხვებით გიორგი პაპუაშვილს იუსტიციის მინისტრი მიმართავს.
Читать дальше...
თედო კობახიძე გამოძიების დასრულებამდე დუმილს ირჩევს. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ P.S.-ში გასული სიუჟეტის შემდეგ ბრიფინგი გამართა და ყოფილი თანამშრომელი მისი ოჯახის წინააღმდეგ ცილისწამებაში დაადანაშაულა.
Читать дальше...
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაიკითხება. მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე, დღეს ადვოკატებმა მოსამართლეს საქმეში იმ მტკიცებულების დართვა მოსთხოვეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ იგივე შინაარსით - საბიუჯეტო თანხების ხარჯვა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ მინისტრობის დროსაც ხდებოდა.
Читать дальше...
ორლანდოს ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. FBI-ის აგენტები გამოძიებისთვის დამატებით მტკიცებულებებს აგროვებენ. ამ დროისთვის სამართალდამცველებისთვის მხოლოდ ისაა, ცნობილი, რომ 29 წლის ომარ მატინი მარტო მოქმედებდა. FBI-ის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო და თავად ომარ მატინიც აღიარებდა ისლამისტებთან კავშირს, ტერაქტის წინ მათ შორის კოორდინაცია არ ყოფილა.
Читать дальше...
ხმაურით დაიწყო პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშის პრეზენტაცია. სხდომაზე დასწრება სცადა ასოციაცია მომავლის იმედით თავმჯდომარემ თამარ ხაჭაპურიძემ. მან გააპროტესტა ქვეყანაში ჩვილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა და სუროგაციის რეგულირების საკითხები. მის განცხადებებს ხმაური მოჰყვა და ხაჭაპურიძე დარბაზიდან გააძევეს.
Читать дальше...
პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი ამომრჩევლებს ხვდება. პაატა ბურჭულაძემ პარტიის გეგმები და საარჩევნო პროგრამა გლდანის რაიონის მოსახლეობას გააცნო. ბურჭულაძემ მხარდამჭერებს მისი გუნდის წევრებიც წარუდგინა.
Читать дальше...
ისევე როგორც ყოველ ორშაბათს დღეს X ფაქტორის დღეა. 09:00 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ თქვენ პირდაპირ ეთერში გელით ყველაზე რეიტინგული და შთამბეჭდავი მუსიკალური შოუ. დღეს პირველი თემატური ტურია, შესრულდება კინო მუსიკა.
Читать дальше...
ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მისი ძმის, თედო კობახიძის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. კობახიძის მტკიცებით ბადრი ჯავახიშვილის მხრიდან არსებული ცილისწამება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
Читать дальше...
თედო კობახიძე სასამართლოს დასრულებამდე მის წინააღმდეგ ბადრი ჯავახიშვილის ბრალდებებზე პასუხის გაცემა აღარ აპირებს. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯავახიშვილი თავად არის გამომძალველი და მისი განცხადებები ცილისმწამებლურია.
Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის წინასაარჩევნო პერიოდის შემფასებელთა მისიას შეხვდა. მისიის წევრები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის შესაფასებლად ჩამოვიდნენ. შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს აცნობეს, რომ 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირველბად საქართველოს საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციები ესტუმრებიან.
Читать дальше...
13 ივნისის შარშანდელი ტრაგედია პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეაფასა. უსუფაშვილმა ამ ტრაგედიისას გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და დადებით ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.
Читать дальше...
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პატივი მიაგეს ორლანდოში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას. მათ ამერიკის საელჩოსთან ყვავილები მოიტანეს და წუთიერი დუმილით გამოხატეს დაღუპულთა მიმართ პატივისცემა.
Читать дальше...
13 ივნისს წყალდიდობისას დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა თბილისში ნუცუბიძის პლატოს მესამე მირკროში მდებარე ქუჩას. ღონისძიებას ზურაბ მუზაშვილის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად თბილისის მერი დავით ნარმანიაც ესწრებოდა.
Читать дальше...
ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს დამატებითი დახმარების საკითხი იქნება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტერიალი ხვალ გაიხსნება და ორი დღე გაგრძელდება.
Читать дальше...
ლოს ანჯელესში გეი აღლუმზე დღეს თავდასხმა იგეგმებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი აღკვეთა შეძლეს. პოლიციამ ქალაქ სანტა მონიკაში 20 წლის მამაკაცი იმ დროს დააკავა, როდესაც ის აღლუმზე წასასვლელად ემზადებოდა.
Читать дальше...
ფედერალური საგამოძიებო ბიურო ორლანდოს ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმას იძიებს. აგენტებმა ჩხრეკა ჩაატარეს ომარ მატინის სახლში, რომელმაც კლუბში წვეულების დროს ცეცხლსასროლი იარაღით 50 ადამიანი მოკლა. მისი მეუღლე აცხადებს, რომ მატინი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო, მამა კი აცხადებს, რომ მის შვილს განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ სიძულვილი ჰქონდა, თუმცა შვილის გეგმების შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო.
Читать дальше...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გარემოსა დაცვის სამინისტროს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
Читать дальше...
The National Forum calls on the government to tighten control over occupation line. According to Malkhaz Vakhtangishvili, it is necessary to carry out video control at the entire perimeter of the occupation line.
Читать дальше...