178 კილოგრამი ჰეროინი-უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი სატვირთო მანქანაში იპოვეს
178 კილოგრამი ჰეროინი ექსპერტიზაზეა გადატანილი. ბოლო წლების განმავლობაში უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ჰოლანდიაში რეგისტრირებულ სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს.
გამოძიების ინფორმაციით ჰოლანდიაში რეგისტრირებული ავტომობილი მათთვის საეჭვო საქართველოში პირველი შემოსვლიდან იყო. სატვირთომ ქვეყნის საზღვარი 11 მაისს გადმოკვეთა და ირანის მიმართულებით გაემგზავრა. სწორედ მაშინ დაიწყეს სამართალდამცავებმა მისი მანქანის გადაადგილების და ტვირთის შესწავლა.
კონტროლზე მყოფმა სატვირთომ საქართველოს საზღვარი უკან გუშინ გადმოლახა. თუმცა წითელი ხიდი მან უპრობლემოდ დატოვა. შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ საეჭვო ავტომობილის წითელ ხიდზე გამოტარება ტაქტიკური მიზნებით მოახდინა.
ამ დროისთვის დაკავებულია ჰოლანდიის ერთი მოქალაქე, მას ნარკოტიკის გადაზიდვისთვის ქართული კანონმდებლობით გაასამართლებენ, თუმცა საქმის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.
