ru24.pro
Rustavi 2 (rustavi2.com)
Июнь
2016

საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის წინასაარჩევნო პერიოდის შემფასებელთა მისიას შეხვდა

0

საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის წინასაარჩევნო პერიოდის შემფასებელთა მისიას შეხვდა. მისიის წევრები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის შესაფასებლად ჩამოვიდნენ. შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს აცნობეს, რომ 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირველბად საქართველოს საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციები ესტუმრებიან.

”ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან ისეთ თემებზე საუბარი, როგორიც არის ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში. გვიწევს საუბარი მედიის პრობლემებზე და ისევ და ისევ რუსთავი 2-ის თემაზე. ისინი ითხოვენ ახსნა-განმარტებას და გარკვეული პერსპექტივის დანახვას თუ როგორი შეიძლება იყოს მედია წინასაარჩევნო პერიოდში. პრეზიდენტმა მათ უთხრა რა ტიპის კამპანიას აპირებს იმისათვის, რომ  ამომრჩეველი უფრო მეტად მოტივირებული იყოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად,“ - განაცხადა პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.