ლარი თავისუფალი ცურვიდან თავისუფალ ვარდნაში გადავიდა - ბოლო ორ დღეში ეროვნული ვალუტა 7 პუნქტით დაეცა
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 2,71 ლარია, ბანკებში კი კიდევ უფრო მაღალი კურსია. ერთი ევრო უკვე 2,92 ლარი ღირს. მთავრობა გაუფასურების პროცესს მოკლევადიან ფაქტორებს უკავშირებს და მდგომარეობის დასტაბილურებას პროგნოზირებს.
ქართული ონცების დეპუტატები გამოსავალს მთავრობის გეგმასა და 2017 წლის ბიუჯეტში ხედავენ.
ენმ-ში კი ლარის კურის სტაბილურობისთის აუცილებელ ფაქტორად ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ასახელებენ. ოპოზიციის კრიტიკის საფუძველია ის ცვლილებებიც, რომლისგანაც ხელისუფლება, პირიქით, დადებით ეფექტს ელოდება.
გადასახადების შემცირება, მასობრივი პრივატიზება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ვალებზე უარის თქმა ხელისუფლების მიმართ ექსპერტების მთავარი რეკომენდაციებია. სპეციალისტები თვლიან, რომ მთავრობამ ჯერ პრობლემის არსი უნდა დაინახოს, რომ მდგომარეობას არა მაღალი დოლარიზაცია, არამედ დაბალი ეკონომიკური ზრდა ამძიმებს.
ავტორი: თეონა ცხომელიძე
