ru24.pro
World News in Georgian
Август
2016

ავარია თემქაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა თემქაზე, მე-3 მიკრო რაიონში მდებარე ეკლესიასთან მოხდა. ერთმანეთს “BMW”-ს მარკის ავტომობილი და  ჯიპი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ორივე ავტომობილი. მსუბუქად დაშავდნენ მგზავრები, რომელთაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.