ru24.pro
World News in Georgian
Август
2016

Новости за 14.08.2016

მორიგი საშინელი ავარია ბათუმი-გონიოს საავტომობილო გზაზე – ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო მანქანებია მობილიზებული.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ცუდი ხილვადობის გამო, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. რაც შეეხება დაშავებულ მგზავრებს, ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო მანქანებია მობილიზებული. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. წყარო: http://pia.ge/

ლადო ბედუკაძის მუქარა პოლიტიკურ პარტიებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

მინდა გავაფრთხილო ”რესპუბლიკური პარტია”, მინდა გავაფრთხილო სხვა პარტიები – ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო!, – ასე უპასუხა პარტია ”ცენტრისტების” წარმომადგენელმა ლადო ბედუკაძემ კრიტიკას, რომელიც პარტიის საარჩევნო რეკლამას მოჰყვა. ამ თემაზე კომენტარი ბედუკაძემ ტელეკომპანია ”პირველთან” გააკეთა. ”თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები, თქვენ ხართ სამშობლოს მტრები, სულ ყველა. ერთადერთი ადამიანი ვის შეხედულებას, ვის პოზიციასაც მე გავიზიარებ, ეს ბიძინა ივანიშვილი იქნება. […]

ბათუმი-გონიოს საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

News.ge 

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

„ქართული ოცნება” „ცენტრისტებისთვის“ რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარტია „ცენტრისტებისათვის“ რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს: „სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება. ეს სარჩელი ეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეუჩერდეს რეგისტრაცია ამ პოლიტიკურ პარტიას, რათა მან ვერ გააგრძელოს ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, […]

საქალაქო სასამართლომ „ცენტრისტებისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმდების შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

News.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ა(ა)იპ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სარჩელი, მოპასუხე პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების მიმართ.

ლადო ბედუკაძე: ერთადერთი ადამიანი, ვის პოზიციასაც გავიზიარებ, ბიძინა ივანიშვილი იქნება

News.ge 

ასე პასუხობს პარტია ”ცენტრისტების” ლიდერი ლადო ბედუკაძემ კრიტიკას, რომელიც პარტიის საარჩევნო რეკლამას მოჰყვა.

ბათუმში ქუჩები დაიტბორა

News.ge 

მოსულმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა, დატბორილია ქუჩები, სახლების პირველი სართულები.

"ქართული ოცნება" პარტია "ცენტრისტებისათვის" რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს

News.ge 

ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა.

ვაშაძე: 24 წლის შემდეგაც, მიუხედავად არაერთგზის შეთანხმებისა, რუსეთი კვლავ განაგრძობს ქართული ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას

News.ge 

„ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აფხაზეთის ომის დაწყების 24-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ISFED "ცენტრისტების“ მიმართ ადმინისტრაციული ზომების გატარების და წინასაარჩევნო რეკლამის აკრძალვის თხოვნით ცესკოს მიმართავს

News.ge 

ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კორძაია: გამოვდივარ ინიციატივით, პარტია ”ცენტრისტების” საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ

News.ge 

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა.

“თუ კონსტიტუციის 26.3 მუხლის არსს ვერ ხვდებით, აგიხსნით”

Marshalpress.ge (მარშალ) 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი „ცენტრისტების“ სარეკლამო რგოლს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტრიალებს, “ფეისბუქზე” ეხმაურება: „დილა მშვიდობის რუსული ჯარის დაკანონება / რუსულ პენსია შეპირებულო ერო ჩემო! დილა მშვიდობის გამო-მურუსიძევებულო სასამართლო! ეს საქართველოს კონსტიტუციაა, მგონი ჯერ არ გაუუქმებიათ? მუხლი 26.3: “დაუშვებელია ისეთი… პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით […]

გია ვოლსკი: მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვთ "ცენტრისტების” რეგისტრაციის გაუქმებას

News.ge 

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამა მოღალატეობრივი რიტორიკისაა.

თორნიკე ალიბეგაშვილი არჩევნებზე მის კანდიდატურას აღარ დააყენებს და მხარს ლევან ხაბეიშვილს დაუჭერს

News.ge 

შეგახსენებთ ალიბეგაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ვარკეთილის მოსახლეობის 5 პროცენტამდე მხარდაჭერა მიიღო.

ციხელაშვილი: ჩვენ უნდა გვეყოს სისხლი, კონფლიქტი, ომი

News.ge 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა

News.ge 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ, პირველად, სწორედ, 24 წლის წინ, 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი ოჩამჩირის რაიონში.

ცოტნე გამსახურდია: სამშობლოს მოღალატე ლადო ბედუკაძის "პარტია" უნდა აიკრძალოს

News.ge 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქში" პარტია ”ცენტრისტების და მისი ლიდერების შესახებ წერს.

სერგი კაპანაძე: ყოვლად შემზარავი და მოღალატეობრივი რეკლამა გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგი კაპანაძე პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამას ეხმაურება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა.