ru24.pro
World News in Georgian
Август
2016

Новости за 15.08.2016

გიორგი მოსიძე “ქართული ოცნების” სახე გახდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ინტელექტუალური ტელეშოუს “რა? სად? როდის?” ავტორი და წამყვანი გიორგი მოსიძე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება სამგორის რაიონის მე-11 ოლქში. მოსიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 15 აგვისტოს წარადგინა.

გიგი უგულავას ფოტო თბილისის მერიის შენობაზე

Marshalpress.ge (მარშალ) 

თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას დაბადების დღე მისმა მხარდამჭერებმა და თანამოაზრეებმა მერიის შენობაზე მისი სურათის პროექტორით მინათებით აღნიშნეს და მისი პატიმრობა გააპროტესტეს. გიგი უგულავას დღეს 41 წელი შეუსრულდა.

თბილისის მერიასთან გიგი უგულავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გაიმართა

News.ge 

მათი განცხადებით, გიგი უგულავა იყო თბილისისთვის საუკეთესო მერი, რომელმაც ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. აქციის მონაწილეთა შეფასებით, გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი.

"ბოკო ჰარამმა" გატაცებული სკოლის მოსწავლე გოგონების ვიდეო გაავრცელა

News.ge 

ისლამისტურმა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია "ბოკო ჰარამმა" გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს ათობით ნიგერიელი სკოლის გოგონა. ისინი ორი წლის წინ სკოლა პანსიონიდან გაიტაცეს.

"ქართული ოცნება" მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აყენებს და სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს

News.ge 

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია, შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთი ასეთი პრეცედენტია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია „ცენტრისტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

News.ge 

დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მედია საშუალებებით გახდა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის პირველი აგვისტოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს“ მოცემული მდგომარეობით არ ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი.

გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

News.ge 

„მთავარია, რომ შექმნილია თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის და არ ხდება ამომრჩეველთა შანტაჟი და დაშინება. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკურ ძალებთან მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციით და ღირსეული ბრძოლით ვაპირებთ გამარჯვებას“, - განაცხადა პრემიერმა.

სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრების დაკითხვა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში 22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრების დაკითხვა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პროკურატურიდან გამოსულმა გარდაცვლილის ბიცოლამ დარიკო ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა, რომ პროკურატურა ძირითადად გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილით დაინტერესდა და ოჯახის წევრებს დაპირდა, რომ ექსპერტიზის პასუხი და გამოძიების შედეგები მომავალ კვირაში გახება ცნობილი. „გვითხრეს, რომ მომავალ კვირას, კერძოდ კი სამშაბათს ყველაფერი გახდება ცნობილი. […]

საჯარო რეესტრი: „ცენტრისტებს“ ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ჰყავთ

News.ge 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ცენტრისტები“-ს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

რიჟამაძე: „ცენტრისტებმა“ პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე, აირჩიეს ხელმძღვანელი პირი, თუმცა საჯარო რეესტრმა ეს არ მიიღო ცნობად

News.ge 

კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი საარჩევნო რეგისტრაცია და ამ შემთხვევაში, მათ უფლებამოსილებაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ვისაც შეუძლია ისაუბროს პარტიის სახელით სასამართლოში ან საარჩევნო ადმინისტრაციაში.

"გატაცებულები ვართ - ზოგი თევზაობისას რუსი ჯარისკაცების მიერ, ზოგიც ,,თევზაობისას" რუსული პენსიით"

News.ge 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე ფეისბუქში წერს.

„თუ საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ ის არ შევა ნატოში და შევა იმ სამხედრო კავშირში, რომელიც აქვს რუსეთს, რუსები იწყებენ დევნილების დაბრუნებას“

News.ge 

თქვენს მიერ ჩემი მოწვევა ღია ეთერში, არის სამოქალაქო გმირობა, იმიტომ, რომ ხელიუფლები მხრიდან აკრძალულია და თქვენ ამის გამო გექნებათ პრობლემები და ბოდიშს გიხდით.

უსუფაშვილი: წინასაარჩევნო კამპანიაში არ იცვლება ჩვენი მოვალეობა, ვუპატრონოთ ჩვენს სახელმწიფოს

News.ge 

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეგვიძლია ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი გავლა-გამოვლა პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერმინიტრის, სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერის, ავხსნათ წინასაარჩევნო კამპანიით.

ვოლსკი: დათოს არ უნდა შეექმნა არასაჭირო აჟიოტაჟი, ეს დემარში არ ყოფილა

News.ge 

გავაფრთხილეთ, რომ დღეს ვერ ვიქნებოდი, პირადად ჩემმა აპარატის უფროსმა უთხრა საორგანიზაციო განყოფილებას და ამაში პრობლემა არაფერი არ არის, იმიტომ, რომ არაფერს არ აგვიანდება.

ბიუროს ხდომა არ შედგა - „დღეს პარლამენტში უცნაური დღეა“

News.ge 

არა მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტის, ალბათ წინა მოწვევის პარლამენტების ისტორიაში, მგონი პირველი შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო საქმიანობას პოლიტიკური ბოიკოტის გამო არ ესწრება უმცირეობის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელი მოტივების გამო, ბიუროს სხდომას არ დაესწრო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობაც.

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება 16 აგვისტოს დროებით შეიზღუდება

News.ge 

„თელასის“ განცხადებით, გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება თბილისის ზოგიერთ რაიონში 16 აგვისტოს დროებით შეიზღუდება.

ნათელაშვილი: ახლა, როცა არაფერი აღარ არის და დარჩა მეფე ლირივით, ახლა უნდათ, რომ დასავლეთის სიმპათია და მხარდაჭერა გამოიწვიოს

News.ge 

უბლოკო თეორიისა და კონცეფციის ავტორი ათი წელი ხელისუფალი იყო, პირველი მეორე რანგის ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და მოსაკლავად დაგვდევდა, თუ ვინმე ნატოს რეალობაში ეჭვს შევიტანდით და გვაცხადებდა რუსეთის აგენტებად, მეორე ბატონი, ასევე 4 წელი ქვეყნის ერთერთი ხელმძღვანელი იყო.

ამერიკელი სენატორი რიო 2016-ზე „ჯორჯიის დამოუკიდებლად გასვლით“ შეშფოთებულია

News.ge 

აშშ-ს ალაბამას შტატის სენატორმა „რესპუბლიკელმა“ ფრედ ქალჰორნმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს ღია წერილით მიმართა.