„გავრილოვის ღამის“ დაზარალებულებმა საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაშიც მოიგეს
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში აქციების დაშლის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლი. 26 მომჩივნის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 11 დეკემბერს, გასაჯაროვდა.
