ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2025

Новости за 05.12.2025

ერთი საგანი - ერთი სახელმძღვანელო, რატომ ახსენებს გამომცემლებს სასკოლო წიგნების მომავალზე საუბარი წარსულს?

Radiotavisupleba.ge 

„ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ შემდეგ განათლების სამინისტრომ ახალი ინიციატივა: „ერთი საგანი - ერთი სახელმძღვანელოა“. სკოლებს სახელმძღვანელოს არჩევა აღარ შეეძლებათ და იძულებულები გახდებიან, იმ წიგნებით ისწავლონ, რომელსაც სამინისტროს მიერ შერჩეული ექსპერტები დაწერენ.

„დაუსჯელობის საშიში ატმოსფერო“ - ეუთოს 39 ქვეყანა საქართველოში დემონსტრანტებზე ძალადობის გამოუძიებლობას ეხმაურება

Radiotavisupleba.ge 

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრის შემდეგ ეუთოს წევრი 39 სახელმწიფო ევროპაში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც საუბრობს.

დაწესდეს ემბარგო საპოლიციო ტექნიკაზე, სასწრაფოდ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება, - Amnesty კამიტის შესაძლო გამოყენებაზე

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებას ეხმაურება და გამოდის მოწოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუწესდეს „სრული ემბარგო“ საპოლიციო ტექნიკაზე/ინვენტარზე და ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება „კამიტის“ სავარაუდო გამოყენებაზე.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მწვავედ აკრიტიკებს ევროპას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია.

უკრაინის დელეგაცია განაგრძობს აშშ-ის მხარესთან მოლაპარაკებებს ფლორიდაში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ანრი ჰნატოვი პარასკევს ფლორიდაში განგრძობენ მოლაპარაკებებს ამერიკულ მხარესთან.

ალიევი ითხოვს „დასავლეთ აზერბაიჯანელების სომხეთში დაბრუნებას“

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კვლავ მოითხოვა სომხეთისგან ქვეყანაში იმ აზერბაიჯანელების დაბრუნების უზრუნველყოფა, რომლებიც სომხეთში 1980-იანი წლების ბოლომდე ცხოვრობდნენ და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია ორ ერს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის დასასრულებლად.

კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობაში დამნაშავედ ცნეს და 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Radiotavisupleba.ge 

დღეს საღამოს, 5 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ელდარ (ლუკა) კურტანიძე დამნაშავედ ცნო ყოფილ ცოლზე ძალადობაში და 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"დიპ სტეიტი", რომელიც მართავს რუსეთს - მემკვიდრეობით მიღებული ქვეყანა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მაღალი თანამდებობის პირთა უმრავლესობას, 3/4-ზე მეტს თავიანი ოჯახების წევრები და ახლო ნათესავები დასაქმებული ჰყავთ სახელისუფლებო სტრუქუტურებსა და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ კომპანიებში. ყოველი მეორე ჩინოვნიკი კი საბჭოთა ნომენკლატურის შთამომავალია.

Euroclear-მა არარეალისტური უწოდა რუსული აქტივების ამოღებას

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელის საკლირინგო სახლის, Euroclear-ის ხელმძღვანელმა, ვალერი ურბენმა, განაცხადა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი გეგმა უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების იძულებით ჩამორთმევის შესახებ არარეალურია და დეპოზიტარი მზადაა, სასამართლოში გაასაჩივროს ეს გეგმა, რათა დაიცვას თავი შესაძლო გაკოტრებისგან მოსკოვის საპასუხო ზომების შემთხვევაში. ეს განცხადება მან ბელგიურ ტელეარხ RTBF-თან ინტერვიუში გააკეთა. ურბენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი უშვებს სხვა სახელმწიფოების აქტივების გაყინვას, მაგრამ არა ექსპროპრიაციას. Читать дальше...

Netflix-ი ყიდულობს ჰოლივუდის ერთ-ერთ უძველეს სტუდია Warner Bros.-ს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკულმა სტრიმინგის სერვისმა Netflix-მა განაცხადა, რომ მან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია ჰოლივუდის ერთ-ერთი უძველესი სტუდიის, Warner Bros.-ის, შეძენის შესახებ.

შეიძლება საერთაშორისო გამოძიების დაწყება წყლის ჭავლში გარეული ქიმიკატების საქმეზე? - რა უნდა ვიცოდეთ

Radiotavisupleba.ge 

რამდენად მოსალოდნელი ან შესაძლებელია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ტოქსინის დასადგენად დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიების დაწყება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლო დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა?

ლონდონი აპირებს კიევს გადასცეს 8 მლრდ გირვანქა სტერლინგის გაყინული რუსული აქტივები

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, უკრაინას გადასცეს რვა მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის რუსული აქტივები, რომლებიც უკრაინაში 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ არის გაყინული, იუწყება The Times. ბრიტანეთის მთავრობის წყაროს ცნობით, თანხების განბლოკვისა და კიევში გადარიცხვის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ არის შეთანხმებული. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა მხარი დაუჭირა გაყინული თანხების გამოყენების იდეას. მინისტრის თქმით, უკრაინის „მნიშვნელოვანმა დაფინანსებამ“ შეიძლება მოლაპარაკებებისკენ უბიძგოს რუსეთს. Читать дальше...

ადრეი ბაბიშმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის უარი თქვა თავის კომპანია Agrofert-ზე

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მოძრაობა ANO-ს ლიდერმა, ანდრეი ბაბიშმა, ქვეყნის უდიდესი ჰოლდინგური კომპანიის, Agrofert-ის, წილის გარეგანი მართვის შესახებ განაცხადა. კონცერტი ბაბიშთან და მის ოჯახთან დაკავშირებული სატრასტო ფონდების საკუთრებაა. ეს გადაწყვეტილება ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად იქნა მიღებული, რაც აფერხებდა პრემიერ-მინისტრად მის დანიშვნას. „გადავწყვიტე, ისეთი ნაბიჯი გადავდგა, რომელზეც არასოდეს მიფიქრია. გადავწყვიტე, შეუქცევადად ვთქვა უარი კომპანია Agrofert-ზე, რომელთანაც აღარასდროს მექნება რაიმე საერთო“... Читать дальше...

სარჯველაძე BBC-ს გამოძიებაზე: ნივთიერება, რომელზეც საუბრობთ, წყალში არ ზავდება

Radiotavisupleba.ge 

​„ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს სჯერა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დაშლის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა კანონის დაცვით. მისი შეფასებით, BBC-ს გამოძიებაში აქციის დაშლის დროს სავარაუდოდ გამოყენებულ ნივთიერებაზე საუბრით, „მოგონილი აჟიოტაჟია ატეხილი“. „ვიდრე ადამიანებს ეტყვით, თითქოს კონკრეტული ნივთიერებით მოწამლეს, მანამდე მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო - ნივთიერება [„კამიტი“], რომელზეც ადამიანებს ეუბნებით რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ... Читать дальше...

უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთში დაარტყეს ტემრიუკის პორტსა და სიზრანის ქარხანას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 5 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში დაადასტურა შეტევა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტემრიუკის პორტსა და სამარის ოლქის ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

მერცი ბრიუსელშია უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გადასარჩენად: რა ხდება?

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერი 5 დეკემბერს ბრიუსელში ბელგიელი კოლეგის დათანხმებას ეცდება უკრაინისთვის „რეპარაციების სესხის“ გამოყოფაზე, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით. ბრიუსელს, როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოსკოვმა შეუთვალა, რომ ასეთი გადაწყვეტილების შედეგებს ქვეყანა „სამუდამოდ“ იგრძნობს.

BBC-ს მასალის გამო გამოჰკითხეს გომელაური და „ხარება“

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ BBC-ს საგამოძიებო ფილმის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდნენ.

გამოქვეყნდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

Radiotavisupleba.ge 

გამოქვეყნდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სურს უზრუნველყოს, რომ "დასავლეთი ნახევარსფერო" დარჩეს იმგვარად სტაბილური და "კარგად მართული", რომ თავიდან აიცილოს ან შეანელოს "მასობრივი მიგრაცია შეერთებულ შტატებში". "გვსურს მხარი დავუჭიროთ ჩვენს მოკავშირეებს ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, ამავდროულად აღვადგინოთ ევროპის ცივილიზაციური თავდაჯერებულობა და დასავლური იდენტობა", - ნათქვამია დოკუმენტში. Читать дальше...

კობახიძის თქმით, შსს-მ იცოდა ფხვნილის დანიშნულება, თუმცა „გომელაური არ არის ქიმიკოსი“, რომ გადაემოწმებინა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ არ ასახელებს იმ ნივთიერებას, რომლის წყალში შერევითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტთან შეკრებილი ათასობით ადამიანი დაშალეს.

ინდოეთში პუტინს მიუძღვნეს ანიმაციური კლიპი, რომელიც ტრამპს სავარაუდოდ, არ მოეწონება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, 5 დეკემბერს მოლაპარაკება გამართა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან. ნიუ-დელიში გამართული შეხვედრის დასაწყისში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, მოდიმ და პუტინმა ერთმანეთი და ინდოეთ-რუსეთის ურთიერთობები შეაქეს. ტელეკომპანია India Today-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მოდიმ რუსეთს უწოდა „ნამდვილი მეგობარი“ და ხაზი გაუსვა ნდობის მნიშვნელობას მზარდი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს „ისტორიული მნიშვნელობა“ აქვს... Читать дальше...

“ამ აბსურდში ვართ” - როგორ იქცა ივანიშვილის ფული და მისი კომპლექსი საქართველოს პრობლემად

Radiotavisupleba.ge 

კერძო შვეიცარიულ ბანკთან კერძო კლიენტის დავა ბოლო წლებში “ქართულის ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად იქცა. მათთვის ეს კერძო დავა აჩვენებს, რომ "გლობალური ომის პარტია", იგივე "დიპ სტეიტი", პარტიის მილიარდერ დამფუძნებელს საქართველოს "დასამორჩილებლად" ებრძვის.

Курс лари на четверг – 2,7016 GEL/$

ИА «Новости-Грузия» 

По сравнению с предыдущим значением курс грузинской национальной валюты понизился на 0,0006 лари по отношению к доллару

დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ ტემრიუკის პორტზე

Radiotavisupleba.ge 

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტემრიუკის პორტის რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.

სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში „ნარკოდანაშაულთან“ დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს სომხური სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი არშაკ ხაჩატურიანი, - სასულიერო იერარქი, რომელიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს სომხეთის ეკლესიასთან დაკავშირებულ სექს-სკანდალში.