ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2025

Новости за 21.12.2025

აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლები მაიამიში გამართულ მოლაპარაკებებს „პროდუქტიულსა და კონსტრუქციულს“ უწოდებენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა 21 დეკემბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ სამდღიან შეხვედრებს „პროდუქტიულ და კონსტრუქციულს“ უწოდებენ, თუმცა რაიმე გარღვევის შესახებ არაფერი უთქვამთ. „უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა“, - ნათქვამია უკრაინის წარმომადგენელ რუსტემ უმეროვისა და აშშ-ის წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მაიამიში უკრაინის კონფლიქტის... Читать дальше...

უკრაინა: რუსმა სამხედროებმა სასაზღვრო სოფლის მაცხოვრებლები რუსეთში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საზღვართან მდებარე სუმის ოლქის უკრაინული სოფლის, გრაბოვსკოეს, დაახლოებით 50 მცხოვრები რუსეთის ტერიტორიაზე იქნა გადაყვანილი რუსი ჯარისკაცების მიერ, რომლებმაც საზღვარი ამ ადგილას გადაკვეთეს.

აშშ-ის იუსტიციის უწყება ამბობს, რომ ეპშტეინის საქმის ზოგიერთი ფოტო ტრამპის დასაცავად არ მოუხსნია

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უარყვეს ეპშტეინის ფაილების რედაქტირება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასაცავად, დოკუმენტების ნაწილობრივი და მკაცრად ცენზურირებული გამოქვეყნების გამო კრიტიკის ფონზე.

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა პალესტინელთა ტერიტორიაზე - დასავლეთ ნაპირზე 19 ახალი დასახლების მშენებლობა დაამტკიცა

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის “უსაფრთხოების კაბინეტმა” დაამტკიცა გადაწყვეტილება19 ახალი დასახლების შექმნის შესახებ ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიაზე - იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რაც - როგორც ეს ქვეყნის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა. ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის ოფისის განცხადების თანახმად, ამ გადაწყვეტილებით ბოლო სამი წლის განმავლობაში დამტკიცებული დასახლებების საერთო რაოდენობა 69-მდე გაიზარდა. ამ ბოლო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა გაეროს განცხადებას... Читать дальше...

საფრანგეთში განიხილავენ, როგორ მოილაპარაკონ პუტინთან

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია 21 დეკემბერს მიესალმა კრემლის მზადყოფნას რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „ჩვენ მივესალმებით კრემლის საჯარო თანხმობას ამ მიდგომის გამო.

პირველადი მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ

Radiotavisupleba.ge 

პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს. ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1366. არჩევნების დასრულებას სოციალურ ქსელ facebook-ში გამოეხმაურა ირაკლი ყანდაშვილი: “კოლეგებო და მეგობრებო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები წარმატებით დასრულდა და შედეგი უკვე ცნობილია! არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2855 ადვოკატმა, რაც ნათლად ასახავს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობასა და ინტერესს ასოციაციის მომავლის მიმართ.

აშშ-ის დაზვერვის უფროსმა, უარყო მტკიცებები, რომ პუტინი უკრაინის დაპყრობას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის უფროსმა, ტულსი გაბარდმა, კატეგორიულად უარყო სააგენტო Reuters-ის ბრალდებები, რომლებიც აშშ-ის დაზვერვის სამსახურის წყაროებს ეყრდნობა და რომელთა მონაცემებით, რუსეთს, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, კვლავ აქვს მიზნად უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და აგრეთვე, ადრე საბჭოთა ბლოკის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების თავის გავლენის სფეროში დაბრუნება. როგორც გაბარდმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, „Deep State-ის ომის წამქეზებლები და მათი პროპაგანდისტული მედია საშუალებები კვლავ... Читать дальше...

Forbes-ის თანახმად, ილონ მასკი პირველი ადამიანია, რომლის ქონებამაც 700 მილიარდ დოლარს მიაღწია

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალ Forbes-ის გამოთვლებით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის წმინდა ქონება დაახლოებით 749 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჟურნალის მილიარდერთა ონლაინ სიაში მასკი ამჟამად პირველ ადგილზეა.

ანდრო ჭიჭინაძე: "ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი - არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს"

Radiotavisupleba.ge 

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი და, რომ არ მოაწერს ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება.

ზელენსკი აშშ-თან მოლაპარაკებების შემდეგ ევროპელ პარტნიორებთან უფრო ფართო კონსულტაციები სურს

Radiotavisupleba.ge 

ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა ევროპელ პარტნიორებთან უფრო ფართო კონსულტაციებისკენ მოწოდებით.

აშშ-ში ეპშტეინის საქმის ზოგიერთი გამოქვეყნებული ფაილი, როგორც ჩანს, იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტიდან კვლავ მოხსნეს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელი ფინანსისტის, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით არასრულწლოვანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული - გარდაცვლილი ჯეფრი ეპშტეინის საქმის ზოგიერთი საგამოძიებო ფაილის გამოქვეყნების შემდეგ, ზოგიერთი დოკუმენტი, როგორც ჩანს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტიდან მოხსნეს.

НОК Грузии назвал лучших спортсменов и тренеров 2025 года

ИА «Новости-Грузия» 

Базадзе завоевал первую в карьере золотую медаль на чемпионате мира по фехтованию, который прошел в Тбилиси, а Липартелиани стала первой дзюдоисткой, которая принесла Грузии золото чемпионата мира

დმიტრი პესკოვი: "პუტინი მზადაა მაკრონთან დიალოგისთვის"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანი: "უკრაინის დაცემა უნგრეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა"

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის დაცემა სერიოზული პრობლემა იქნებოდა უნგრეთისთვის.

დღეს გაირკვევა, ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - "ექსპო-ჯორჯიაში" არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

21 დეკემბრის 10:00 საათიდან „ექსპო ჯორჯიის“ მე-11 პავილიონში მიმდინარეობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური, რომელიც 19.00 სთ-ზე დასრულდება, შედეგები კი 21.00 საათისთვის გახდება ცნობილი.

რუსეთში 2025 წელი ჯაშუშობისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების რეკორდული წელია

Radiotavisupleba.ge 

უსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის სასამართლოებმა, ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, ათასზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. 2025 წელს ასეთი გამამტყუნებელი განაჩენების რიცხვი 468-ით გაიზარდა - რაც 1997 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 1997 წლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე ასეთი 196 განაჩენი იქნა გამოტანილი, - ამის შესახებ საუბარია დამოუკიდებელი ასოციაციის, Parubets Analytics-ის კვლევაში, რომელიც ადამიანის უფლებათა პროექტ „პერვი ოტდელის“დაკვეთით ჩატარდა. კვლევის თანახმად... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი: “მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე”

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუსთავის ციხეში შეხვდა თავის 58-ე დაბადების დღეს, 21 დეკემბერს ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ ფეისბუკში. “2021 წელს ამ ციხეში შემოსვლისას 53 წლის ვიყავი, დღეს უკვე 58 წლის გავხდი. ვისაც უნდა ჩემთვის რამის ჩუქება, დაუკავშირდით ნანუკა ჟორჟოლიანს და მისი მეშვეობით სხვა პოლიტპატიმრების ანგარიშზე ჩარიცხეთ თუნდაც მცირე თანხა, მე ამ ეტაპზე დახმარება არ მჭირდება”, - წერს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც წერილში იხსენებს თავისი პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებს. Читать дальше...

კიევში აიღებენ მიხეილ ბულგაკოვის ძეგლს

Radiotavisupleba.ge 

კიევის საქალაქო საბჭომ რუსეთის იმპერიასთან და საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული 15 ძეგლისა და ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.