ამ ქმედებებს არ ვამართლებთ, ისევე როგორც ძალადობას დემონსტრანტებზე - ALDE-მ პაპუაშვილს ელისაშვილის საქმეზე უპასუხა
ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტია - „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) - პასუხობს საქართველოს სადავო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად მიმართავს მათ, გაემიჯნონ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალეკო ელისაშვილს.
