“ამ აბსურდში ვართ” - როგორ იქცა ივანიშვილის ფული და მისი კომპლექსი საქართველოს პრობლემად
კერძო შვეიცარიულ ბანკთან კერძო კლიენტის დავა ბოლო წლებში “ქართულის ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად იქცა. მათთვის ეს კერძო დავა აჩვენებს, რომ "გლობალური ომის პარტია", იგივე "დიპ სტეიტი", პარტიის მილიარდერ დამფუძნებელს საქართველოს "დასამორჩილებლად" ებრძვის.
