პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო" შიდა პარტიულ არჩევნებს ატარებს
პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო ქუთაისის 47-ე ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის გამოსავლენად შიდა პარტიულ არჩევნებს ატარებს. ამომრჩეველს საშუალება აქვს პირდაპირი გზით მიიღოს მონაწილეობა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შერჩევის პროცესში.
წარდგენილია ორი კანდიდატი - ნატო დანელია და ზაალ ხონელიძე. ორივე მათგანმა ამომრჩეველს საკუთარი პროგრამა უკვე გააცნო. ვინ წარმოადგენს 8 ოქტომბერს ახალ საქართველოს ქუთაისის 47-ე ოლქში საბოლოოდ დღეს საღამოს 08:00 საათისთვის გახდება ცნობილი.
