ru24.pro
Rustavi 2 (rustavi2.com)
Июль
2016

ეუთოს რეზოლუცია და გაბრაზებული რუსული დელეგაცია

0

საქართველოში კონფლიქტების შესახებ მიღებული ეუთოს რეზოლუციის შემდეგ რუსული დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსთავი2-ის კითხვამ გააღიზიანა. ილია კოსტუნოვს, რომელიც დღეს ეუთოს დეკლარაციის 6 მოწინააღმდეგეს შორის იყო, ოკუპაციაზე საუბარი არ სურს.

დეპუტატმა ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც რუსეთის დელეგაციას რუსთავი2-თან იმ დოკუმენტის შესახებ საუბარი არ მოინდომა, რომელშიც ეუთოს წევრი 56 ქვეყანამ რუსეთი აგრესორად დაასახელა.

122 ხმით 6-ის წინააღმდეგ, თბილისის დეკლარაცია ეუთოს წევრმა ქვეყნებმა დღეს რუსული დელეგაციის უკმაყოფილების ფონზე დაამტკიცეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა არჩევის შემდეგ ეუთოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოგვარების მიზნით, ახალი დიალოგი დააანონსა.

საქართველოსთან ერთად, უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელებული აგრესიის გამო, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაზე დღეს ეუთოს დელეგატები ღიად საუბრობდნენ. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნები კი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კონფლიქტების მოგვარების რეალური მექანიზმების ამუშავების მოლოდინში არიან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური 25-ე სესია თბილისში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომავალ წელს ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატები მინსკში შეიკრიბებიან.

 

 

 

ავტორი: ანი წერეთელი