იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შესრულდა წმინდა ცეცხლის რიტუალი
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა. მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიიდან, წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
