ru24.pro
World News in Georgian
Апрель
2026

Новости за 03.04.2026

ის (თითქმის) აღიმართა: სომხეთში „მსოფლიოში უდიდეს“ იესოს აქანდაკებენ

Radiotavisupleba.ge 

ძლიერი წინააღმდეგობისა და ხანგრძლივი შეფერხებების მიუხედავად, უკვე ფორმას იღებს იესოს მონუმენტი, რომელსაც ერევნის მახლობლად დგამენ და რომელიც „მსოფლიოში უდიდესი“ უნდა გახდეს. უკვე ცნობილია მისი დასრულების ახალი თარიღიც.

სამძიმრის წიგნი და ნოტა ირანის საელჩოს შენობაზე - ელჩი თეირანის გზავნილებს ავრცელებს, თბილისი დუმს

Radiotavisupleba.ge 

“ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კარი დღესაც გავაღეთ, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად პატივი მიაგოს წარმოშობით ქართველი ირანელებისა და სხვათა ხსოვნას, რომლებიც თავდასხმებსა და აგრესიას ემსხვერპლნენ”, - წერს 3 აპრილს ფეისბუკზე ირანის ელჩი საქართველოში, ალი სეიდ მოჯანი.

სომხური კალმახი და ყველი რუსეთს ისევ აღარ მოსწონს - პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს, მოსკოვში, ვლადიმირ პუტინმა გაახმოვანა ის, რასაც კარგად ხედავენ სომხეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც - კრემლი ლობირებს პრორუსულ ძალებს 7 ივნისის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, ფაშინიანი კი წინააღმდეგობას უწევს.

„აირჩიეთ მშვიდობა“ - ფაშინიანის პარტიამ საარჩევნო პროგრამა და 100 დაპირება წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის მმართველმა პარტიამ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტმა“, პარასკევს, 3 აპრილს, გამოაქვეყნა პარტიის საარჩევნო პროგრამა და 100 დაპირება 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებისათვის.

პუტინის ოფიციალური რეიტინგები მინიმუმამდე დაეცა 2022 წლის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ფონდმა „ობშესტვენნოე მნენიემ“ („საზოგადოებრივი აზრი“), რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, ვლადიმირ პუტინის რეიტინგების ვარდნა დააფიქსირა. ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მის მიმართ ნდობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს (71%) მიაღწია, აღნიშნავს რადიო თავისუფლების ტელეპროექტი „ნასტოიაშჩეე ვერმია“. სააგენტოს ცნობით, ასეთი მაჩვენებელი უკანასკნელად დაფიქსირდა 2022 წლის 27 თებერვალს. ამავე დროს გაიზარდა იმ გამოკითხულთა წილი, ვინც არ ენდობა პუტინს. Читать дальше...

თუ იქნება ქმედება ჩვენს წინააღმდეგ, რეაქცია გვექნება - ირანის ელჩი კითხვაზე თბილისში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის დაშვების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი პირველად საუბრობს მედიასთან იმ პოსტზე, რომელიც ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა მუქარად აღიქვა.

ვერ ვხედავ შანსს, რომ სომხეთი ОДКБ-ში დაბრუნდეს - სომხეთის საგარეო მინისტრის მოადგილე

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ ხედავს სომხეთის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (ОДКБ/კუხო) დაბრუნების შესაძლებლობას.

მედია: პემ ბონდი შეეცადა ტრამპის დარწმუნებას, რომ ის თანამდებობაზე დაეტოვებინა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, სცადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დარწმუნება, რომ არ გადაეყენებინა იგი.

ირანის თავზე აშშ-ის გამანადგურებელი ჩამოაგდეს

Radiotavisupleba.ge 

ირანის თავზე აშშ-ის გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებმა, მათ შორის Reuters-მა, Axios-მა და The New York Times-მა, გაავრცელეს აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით. პენტაგონსა და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პეტრე ცაავას საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში მონაწილეობა სურს

Radiotavisupleba.ge 

მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე ცაავა, - რომელსაც 2019 წელს სინოდმა მღველმოქმედება აუკრძალა პატრიარქ ილია მეორის მიმართ „ჰომოსექსუალობაზე“ სკანდალური ბრალდების შემდეგ, - სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობას ითხოვს.

მოკლე ჯაჭვი უკეთესი ფასისთვის: შეძლებენ თუ არა აფთიაქები წამლების გაიაფებას?

Radiotavisupleba.ge 

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე დაწესებულ „ზედა ზღვარს“ ემხრობიან, თუმცა ხელოვნურ დეფიციტსა და მაღალ მარჟებზე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. რა გზით აპირებს სახელმწიფო ბავშვთა კვებისა და წამლების გაიაფებას იმ ფონზე, როცა ქვეყანაში დენი და საწვავი ერთდროულად ძვირდება?

გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარაა გრიგოლ ბესელია, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე იყო. უწყებაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ბესელია მათთან აღარ მუშაობს, თუმცა მიზეზზე არ საუბრობენ.

სასამართლომ ჩუბაისი და "როსნანოს" ექვსი მენეჯერი დაავალდებულა, 5,6 მლრდ რუბლი გადაიხადონ

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახელმწიფო კორპორაცია „როსნანოს“ სარჩელი და ბიზნესმენ ანატოლი ჩუბაისს და კომპანიის ექვს სხვა ყოფილ უმაღლესი დონის მენეჯერს „პლასტიკური ლოგიკის“ საქმეში ერთობლივი და სოლიდარული კომპენსაციის სახით დააკისრა 5,6 მილიარდი რუბლის გადახდა, იუწყებიან „ინტერფაქსი“ და „რბკ“. „როსნანო“ ითხოვდა 3,9 მილიარდ რუბლს და 20,45 მილიონ დოლარს კომპენსაციის სახით დანაკარგებისთვის, რომლებიც მან განიცადა სკოლის მოსწავლეებისთვის მოქნილი პლანშეტების შემუშავების პროექტის რეალიზაციისას. Читать дальше...

სამხედრო ბლოგის ცნობით, ყულევთან ზღვამ დრონი გამორიყა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

ქართული სამხედრო ბლოგის, „World Military/ანალიტიკის“ ცნობით, ადგილობრივებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევთან, სანაპირო ზოლზე, სავარაუდოდ, გამორიყული დრონი შეამჩნიეს.

ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დაპატიჟა აშშ-ის დელეგაცია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დელეგაცია მიიწვია კიევში, რათა მოსკოვის მონაწილეობით განახლდეს სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების პირობების შესახებ. ამის თაობაზე AFP და „ევროპეისკა პრავდა“ იტყობინებიან 3 აპრილს. „კიევში მოვიწვიე ამერიკის მომლაპარაკებელთა დელეგაცია. დელეგაცია ყოველ ღონეს იხმარს არსებულ ვითარებაში, ირანთან ომის დროს, რათა კიევში ჩამოვიდეს. ეს ალტერნატიული ვარიანტია სამმხრივი შეხვედრისა ტექნიკური ჯგუფების დონეზე. ამერიკის ჯგუფს შეუძლია... Читать дальше...

თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში პირველკლასელთა რეგისტრაცია უბნების მიხედვით მოხდება

Radiotavisupleba.ge 

წელს პირველად საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოხდება. ამ მიზნით განათლების სამინისტრომ 12 ქალაქი უბნებად დაყო.

აშშ-ის მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის შესაძლებლობებზე მსჯელობენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მოკავშირეებმა დაიწყეს ჰორმუზის სრუტეში ვაშინგტონის მონაწილეობის გარეშე ნაოსნობის აღდგენის სცენარის განხილვა, იტყობინება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით. ხუთშაბათს, 2 აპრილს, დიდმა ბრიტანეთმა გამართა ვირტუალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის 40-ზე მეტი ქვეყანა, ასევე ავსტრალია და კანადა. სააგენტოს ცნობით, რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჰორმუზის სრუტის - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების მარშრუტის -... Читать дальше...

„მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე“ - კალაძე უფასო სასადილოებში თანხის დაუფლების საქმეს ეხმაურება

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ ის სხვის დანაშაულზე პასუხისმგებელი არ არის.

უკრაინამ დაადასტურა დარტყმა რუსული ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ ქარხანაზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 3 აპრილს დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილს”.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აკვირდებიან, როგორ აშუქებს მედია სინოდის საქმიანობას

Radiotavisupleba.ge 

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აკვირდებიან, როგორ აშუქებს რამდენიმე მედიასაშუალება საპატრიარქოს ამბებს და ამას „გარე ჩარევების მცდელობად“ აფასებს. პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან ამ კონტექსტში დაასახელა რადიო თავისუფლება, „ტაბულა“, „ნეტგაზეთი“ და „პუბლიკა“.

შალვა პაპუაშვილი ევროპაში ვიზიტებზე: როცა მივდივარ, ვიზასაც ვიღებ

Radiotavisupleba.ge 

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის ვიზებს იღებენ. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „სადაც მიწვევით ვართ, იქ იგულისხმება, რომ ვიზასაც გვაძლევენ და ჩავდივართ უპრობლემოდ...“

Что показала миру Грузия после похорон Патриарха?

ИА «Новости-Грузия» 

Кончина Католикоса-Патриарха всея Грузии Илии II объединила грузинский народ в глубокой скорби, показав тем самым, что в Грузии ничего плохого не случится, так как христианские ценности стоят выше всего