ნიდერლანდმა ისრაელის მთავრობის მემარჯვენე ექსტრემისტ ორ მინისტრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ნიდერლანდი ევროპის კავშირის მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ისრაელის კაბინეტის ორ მემარჯვენე ექსტრემისტ მინისტრს, ბეცალელ სმოტრიჩსა და იტამარ ბენ-გვირს.
ამასთან მთავრობამ ჰააგაში გამოაცხადა, რომ ორივე პოლიტიკოსის გვარი უნდა შეიტანონ ევროპის უშიშროების უწყების შენგენის საინფორმაციო სისტემაში როგორც არასასურველი უცხოელებისა.
ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ფინანსთა მინისტრი სმოტრიჩი და ეროვნული უშიშროების მინისტრი ბენ-გვირი გამოვიდნენ პალესტინელი მოსახლეობის მიმართ ძალადობისკენ წაქეზების მოწოდებით და ასევე ითხოვდნენ პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებების პოლიტიკის გაფართოებას. ამას გარდა ორივე მინისტრი ღაზის სექტორში ეთნიკური წმენდას ემხრობა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეო საარმა ამ ქვეყანაში ნიდერლანდების ელჩი გამოიძახა ისრაელელი მინისტრებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გამო, განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც ისრაელის ამ ორ მემარჯვენე ექსტრემისტ პოლიტიკოსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, სლოვენია იყო.
ასეთი გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და ნორვეგიამ.