ru24.pro
World News in Georgian
Июль
2025

Новости за 13.07.2025

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან „ასობით გასროლის“ შესახებ წერს

Radiotavisupleba.ge 

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ასობით გასროლის ხმა გაიგეს.

რუსეთმა ერთ კვირის განმავლობაში უკრაინაზე 1800 დრონით და 83 რაკეტით მიიტანა იერიში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ბოლო მიმართვაში ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე უკანასკნელი კვირის განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ იერიშზე.

საფრანგეთში პოლიცია გაძლიერებულ მზადყოფნაშია - „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ შორის ფინალის წინ, რომელიც აშშ-ში გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

13 ივლისს საფრანგეთის ქალაქებში ათიათასობით პოლიციელი იქნება მობილიზებული, როცა „პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, რომელიც აშშ-ში გაიმართება.

მაშველებმა ტეხასში დაკარგულთა ძებნა შეაჩერეს კვლავ მოსალოდნელი წყალდიდობის გამო

Radiotavisupleba.ge 

სამაშველო ჯგუფებმა 13 ივლისის დილით შეაჩერეს აშშ-ის ტეხასის შტატის ცენტრალურ ნაწილში კატასტროფული წყალდიდობის დროს დაკარგულების ძებნა. მიზეზი კვლავ წყალდიდობის საშიშროებაა, რომელიც შეიძლება ახალ წვიმებს მოჰყვეს.

ტრამპი FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13 ივლისს დაესწრება FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს. ტრამპი მეუღლითურთ ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბედმინსტერში მდებარე თავიანთი გოლფის კლუბიდან გაემგზავრებიან 64 კილომეტრის დაშორებით მდებარე ისტ-რაზერფორდში, რათა MetLife-ის სტადიონზე აშშ-ს მასპინძლობით მიმდინარე ტურნირის ფინალურ მატჩს უყურონ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ შორის. ტრამპის ეს დაგეგმილი გამგზავრება ემთხვევა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს მასზე განხორციელებული თავდასხმის წლისთავს. Читать дальше...

ღაზის ჯანდაცვის უწყება: ომის 21 თვის მანძილზე დაღუპულ პალესტინელთა რიცხვმა 58 ათასს გადააჭარბა

Radiotavisupleba.ge 

ღაზაში 21-თვიანი ომის დროს დაღუპული პალესტინელების რიცხვმა 58 000-ს გადააჭარბა, განაცხადა ტერიტორიის ჯანდაცვის სამინისტრომ 13 ივლისს. სამინისტრო არ განასხვავებს მშვიდობიან მოსახლეობასა და მებრძოლებს შორის, თუმცა აცხადებს, რომ დაღუპულთა ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები არიან. დაღუპულთა რიცხვის ზრდა იმ დროს ხდება, როდესაც ისრაელი და ჰამასი (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს განიხილავენ, რომლის ფონზე ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად... Читать дальше...

„ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა - სუსი აცხადებს რომ პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „ბათუმი მოლში“ მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს. „საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, "ბათუმი მოლში" მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები“, - აცხადებს სუსი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება სტატიას ირანის მიერ აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღებისკენ მოწოდების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Axios-ის სტატიას, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხარდაჭერა გამოუცხადა ბირთვული შეთანხმების ვარიანტს, რომელიც ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტას ითვალისწინებს, „ყალბი“ უწოდა. 12 ივლისის სტატიაში წყაროებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ მოსკოვმა თეირანს მოუწოდა, დათანხმებულიყო ურანის გამდიდრების შეწყვეტას, და რომ თუ ასეთი შეთანხმება მიღწეული იქნებოდა, რუსეთი მზად იქნებოდა გაეტანა ირანიდან მაღალგამდიდრებული ურანი. რუსეთის საგარეო საქმეთა... Читать дальше...

უნგრეთში ცდილობენ ხოჭოების შემოსევისგან გადაარჩინონ უძველეს ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთში შუა საუკუნეების სააბატოდან ათიათასობით ასწლოვანი წიგნი გამოიტანეს, რათა ისინი ხოჭოების შემოსევისგან გადაარჩინონ.

უკრაინაში გაანადგურეს უშიშროების პოლკოვნიკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი "რუსეთის აგენტები"

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა (SBU), რომ ლიკვიდირებულია SBU-ს პოლკოვნიკის ივან ვორონიჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი "რუსეთის აგენტები", რომლებმაც დაკავებისას წინააღმდეგობა გასწიეს.

ესპანეთის სამხრეთში ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ი იტყობინება, რომ ესპანეთის სამხრეთის პატარა ქალაქში გვიან საღამოს, შეტაქება მოხდა ულტრამემარჯვენე ჯგუფებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ აფრიკელ მიგრანტებს შორის. ძალადობრივი შეტაკებები გამოიწვია კვირის დასაწყისში უცნობი პირების თავდასხმას ხანდაზმულ კაცზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა Reuters-ს უთხრეს, რომ ტორე-პაჩეკოში არეულობის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა და ერთი დააკავეს. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ინციდენტია. კვირას, 13 ივლისს... Читать дальше...

აქ ვართ, რათა მზიას ვუთხრათ, რომ ის მარტო არ არის - პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ

Radiotavisupleba.ge 

კვირას, 13 ივლისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების - "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის", "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" და "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის" - წარმომადგენლები რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ მზია ამაღლობელისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად. „ჩემს უკან არის ქალი, რომელსაც წაართვეს თავისუფლება და რომლის ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მზიას ვუთხრათ - ის არ არის მარტო“ – განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა ჯიფსი გილენ კაიზერმა და დასძინა... Читать дальше...

სამხრეთ კორეის დაზვერვა: შესაძლოა, ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს 12 მილიონი ჭურვი მიაწოდა

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთი კორეა რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას აგრძელებს, უფრო ადრე კი, ფხენიანს შეეძლო რუსეთისთვის 152 მმ-იანი 12 მილიონი ჭურვის მიწოდება - ამის შესახებ Yonhap-ის სააგენტო სამხრეთ კორეის დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.

CBS: ტრამპი უკრაინისთვის ახალი დახმარების გაწევას განიხილავს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პირველად, განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერისთვის ახალი თანხების გამოყოფას, იუწყება CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით.

“საბჭოური სტილის დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდებები” – “ქართული ოცნების" პასუხი 17 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას

Radiotavisupleba.ge 

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 13 ივლისს უპასუხა 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.