შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების განყოფილება "რუსოფობიურ გამოხტომებს" უწოდებს ფარიკაობის ჩემპიონატთან დაკავშირებულ პროტესტს
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების განყოფილება ფეისბუკით გამოეხმაურა საპროტესტო ქმედებებს, რომლებიც მოჰყვა რუსი სამხედროების ასპარეზობას თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში.