"უჩინარი კაცი", "გავრილოვის ღამე" - რა თქვა და რა უთხრეს გახარიას წულუკიანის კომისიის სხდომაზე და სხდომის შემდეგ?
“ქართული ოცნების” ყოფილ შს მინისტრს, პრემიერსა და პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, ყოფილმა თანაგუნდელებმა 14 აპრილს 6 საათის განმავლობაში ყველა იმ საკითხზე შეუტიეს საჯაროდ, რომლებზეც გადადგომამდე, 2021 წლის 18 თებერვლამდე, ასევე საჯაროდ, სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ.
