ru24.pro
World News in Georgian
Апрель
2025

Новости за 21.04.2025

ოთხშაბათს ლონდონში გაიმართება მოლაპარაკებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე

Radiotavisupleba.ge 

23 აპრილს ლონდონში შეიკრიბებიან უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს X-ზე:

პუტინს 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის მოსურნე ევროპელი ლიდერების "სიმამაცის" იმედი აქვს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად, განაცხადა, რომ ევროპელ ჩინოვნიკებს არ გააჩნიათ არანაირი ინსტრუმენტი ევროპელ ლიდერები 9 მაისს მოსკოვში ჩასვლაში შეაფერხონ.

დონალდ ტრამპმა პაპის დაკრძალვის დღის საღამომდე დროშების დაშვება ბრძანა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის დღეს, მზის ჩასვლამდე აშშ-ის დროშების სანახევროდ დაშვების ბრძანება გასცა. მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

პაპი გარდაიცვალა - რა ხდება ამის შემდეგ?

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპის გარდაცვალების შემდგომი რიტუალები აღნიშნავს ერთის პაპობის დასასრულსა და შემდეგის ეპოქის დასაწყისს. ამ ორ მოვლენას შორის არის გარდაცვლილი პაპის დაკრძალვისა და ახალი პაპის არჩევის პროცედურები. კერძოდ, რა რიტუალებს მოიცავს ეს გარდამავალი პერიოდი:

ალექსანდრე კუხიანიძე: „ვინც ხალხის წინააღმდეგ მიდის, ის საბოლოოდ მაინც წააგებს“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდა - ასე ფიქრობს ბევრი, ვინც ამ პროცესს აკვირდება. უკვე რამდენიმე თვეა ქუჩაში ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ, ხელისუფლებას კი პროტესტის მონაწილეების არ ესმის და თავისას აგრძელებს: იღებს კანონებს, რომელთა საშუალებითაც ქვეყნის სათავეში დარჩენას შეძლებს.

პუტინი პაპ ფრანცისკეზე - "რუსეთის მიმართ უაღრესად დადებითად იყო განწყობილი"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა რომის პაპის გარდაცვალებას: „ეს არის ადამიანი, რომელიც რუსეთის მიმართ უაღრესად დადებითად იყო განწყობილი. ამისი თქმა შემიძლია დაზუსტებით“. პუტინმა განაცხადა, რომ პაპის აღდგომის დღეებში გარდაცვალება "განსაკუთრებული ნიშანია": "ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ პირადად და სხვადასხვა არხით ვინარჩუნებდით ურთიერთობას. მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს ადამიანი უაღრესად დადებითად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ. ჩვენ ეს გვემახსოვრება. ის, რომ რომის პაპი სწორედ აღდგომის დღეებში წავიდა ამ ცხოვრებიდან... Читать дальше...

„თუ დაგვჭირდა, ევროპაშიც მოგაგნებთო“ - ვინ ესხმის თავს ქართველ ემიგრანტებს?

Radiotavisupleba.ge 

უკვე რამდენიმე შემთხვევა გასაჯაროვდა, როცა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ და საქართველოში უწყვეტ პროტესტს გულშემატკივრობენ, ქუჩაში უცნობი ადამიანები ესხმიან თავს, ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

რუსეთი და ბელარუსი ბალტიის ქვეყნებსაც ემუქრებიან ერთობლივი წვრთნებით

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი და ბელარუსი ემზადებიან ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის, რომელშიც 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, სწავლება თითქმის მთლიანად იმეორებს იმ სცენარს, რომელიც წინ უძღოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

მსოფლიოს ლიდერები რომის პაპის გარდაცვალებას ეხმაურებიან

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს არაერთი ლიდერი და ცნობილი პოლიტიკოსი გამოეხმაურა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. გთავაზობთ ციტატებს მისამძიმრების წერილებიდან და განცხადებებიდან:

სავარაუდოდ კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს - დემონსტრანტები მსვლელობას აგრძელებენ

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან რუსთაველის გამზირზე აქციის პოლიციის მიერ დაშლის შემდეგ, დემონსტრანტები თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

Habemus Papam

Radiotavisupleba.ge 

ფრანცისკე გარდაიცვალა. ვატიკანი შევიდა Sede vacante-ს (ადგილი ვაკანტურია) გარდამავალ პერიოდში.

პენტაგონი უარყოფს, რომ მინისტრმა ჰეგსეთმა Signal-ის ჩატი საიდუმლო ინფორმაციისთვის გამოიყენა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტ ტრამპის „მოძულე მედია“ დაადანაშაულა თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, შონ პარნელის განცხადებით, The New York Times-მა და „ფეიკების“ სხვა გამავრცელებლებმა ერთადერთ წყაროდ გამოიყენეს სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები, რომლებსაც თავდაცვის მინისტრის და პრეზიდენტის ქმედებების „საბოტაჟის მოტივი“ აქვთ. პარნელის მტკიცებით, Signal-ის არცერთ ჩატში საიდუმლო ინფორმაცია არ ყოფილა. ავტორიტეტიანმა მედიასაშუალებებმა... Читать дальше...

აქციაზე სავარაუდოდ, სამი ადამიანი დააკავეს, პოლიციამ ძალის გამოყენებით გაათავისუფლა გზა

Radiotavisupleba.ge 

21 აპრილს, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, პოლიციელებმა ისინი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს. აქციაზე რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, სავარაუდოდ, სამი ადამიანი დააკავეს.

პარლამენტთან გააპროტესტეს აღდგომის ღამეს დემონსტრანტების დაკავება

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 2025 წლის 21 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის სასახლესთან გააპროტესტეს წინა, აღდგომის ღამეს, 20 აპრილს ამავე ადგილას დემონსტრანტების დაკავება.

მსხვერპლი მოჰყვა „სააღდგომო ზავის“ შემდეგ უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით განახლებულ შეტევას

Radiotavisupleba.ge 

მსხვერპლი მოჰყვა პუტინის „სააღდგომო ზავის“ ამოწურვის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაზე განახლებულ სარაკეტო და დრონებით შეტევას.

Как в Грузии появилась традиция поминать усопших сразу после Пасхи – видео

ИА «Новости-Грузия» 

День поминовения усопших, который официально объявлен выходным, в Грузии отмечают сразу после Пасхи. Хотя Пасха – это праздник жизни, в Грузии поминают усопших даже в этот день, и массово – на следующий, в понедельник

აღდგომის დღეს ორივე დემონსტრანტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ჯერ არ გამოუშვიათ

Radiotavisupleba.ge 

წუხელ, 20 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ორი ადამიანი ამ დრომდე იზოლატორში რჩება.

მედია: აშშ-ის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ოპერაციას Signal-ის კიდევ ერთი ჩატში განიხილავდა

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა იემენში ჰუთი მეამბოხეების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციის განსახილველად გამოიყენა Signal-ის კიდევ ერთი ჩატი, რომელშიც ჩართული იყო ათზე მეტი პირი, მათ შორის ჰეგსეთის ცოლი, ძმა და ადვოკატი. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან The New York Times-ი, CNN-ი და Reuters-ი. წყაროთა თანახმად, ჰეგსეთმა ეს ჩატი 2025 წლის იანვარში, თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე შექმნა, თუმცა, პირადი ტელეფონით იყენებდა მინისტრად დამტკიცების შემდეგაც. მედიასაშუალებების ცნობით... Читать дальше...

WSJ: აშშ ელოდება უკრაინის პასუხს ყირიმზე და ნატოს წევრობაზე უარის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ უკრაინისგან ამ კვირაში ელოდება პასუხს, მზად არის თუ არა ომის დასასრულებლად ყირიმი რუსეთის ტერიტორიად გამოცხადდეს და უარი თქვას ნატოს წევრობის განზრახვაზე.