ru24.pro
World News in Georgian
Июнь
2025

Новости за 13.06.2025

“ეს არის დიდი რეგიონული ომის დასაწყისი” - რა შეიძლება მოჰყვეს ისრაელისა და ირანის დაპირისპირებას

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის მასშტაბურ თავდასხმას ირანმაც უპასუხა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობებს ისრაელის მიმართულებით გასროლილი ასობით ბალისტიკური რაკეტის შესახებ. 13 ივნისს, გამთენიისას დაწყებულ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს ისრაელიც. იტყობინებიან, რომ ირანის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის.

ირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით რაკეტა“ ისროლა. ისრაელის ცნობით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე „გამანადგურებელი პასუხის“ დასაწყისია. „რამდენიმე წუთის წინ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტის გაშვებით დაიწყო სიონისტური რეჟიმის სასტიკ თავდასხმაზე გადამწყვეტი რეაგირების ოპერაცია“, - წერს ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA. Читать дальше...

"ეს არის სამართლებრივი აბსურდი" - როგორ იძიებენ და სჯიან ხალხს ჩინოვნიკების შეურაცხყოფისთვის

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ბოლო ორი დღეა განიხილავენ იმ ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმეებს, რომელთა წინააღმდეგაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება შსს-მ ფეისბუკის სტატუსების გამო წამოიწყო.

„ფარისევლებს ეუბნებოდა, გველების ნაშობნოო“  - არქიმანდრიტი დოროთე და სხვა სასულიერო პირები შეურაცხყოფის დასჯაზე 

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ მთავრობამ იმ ადამიანების დასჯა დაიწყო, რომლებიც ვირტუალურ სივრცეში თანამდებობის პირს ან საჯარო მოხელეს შეურაცხყოფენ.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანზე თავდასხმა თვეების წინ დაიგეგმა, აშშ საქმის კურსში იყო

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმა 2024 წლის ნოემბერში, ლიბანის მებრძოლი დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერის და ირანის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ მალევე დაიგეგმა. პარასკევს საღამოს ჟურნალისტებისთვის გავრცელებულ ვიდეოგანცხადებაში ნეთანიაჰუმ თქვა, რომ თავდასხმა აპრილში უნდა მომხდარიყო, მაგრამ გადაიდო. ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასწარ იყო ინფორმირებული დარტყმების შესახებ. „ჩვენ მათ წინასწარ ვუთხარით... Читать дальше...

PACE-ის თანამომხსენებლები გმობენ საქართველოში „განსხვავებული პოლიტიკური აზრის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებს“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ის) თანამომხსენებლები საბინა ჩუდიჩი და ედიტ ესტრელა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ „საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური აზრის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო“.

МИД РФ: удары Израиля по Ирану неприемлемы

ИА «Новости-Грузия» 

Удары Израиля по Ирану подорвали многосторонние усилия по снижению конфронтации вокруг иранской ядерной программы, отметили в российском МИД

ევროკავშირის 27 წევრის ძლიერი პასუხია საჭირო - ლიეტუვის საგარეო უწყება გვარამიას დაკავებაზე

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება და ევროკავშირისგან კონსენსუსზე დაფუძნებულ საპასუხო ქმედებას ითხოვს.

თუკი ბავშვის დაბადება ყველგან უხარიათ, მაშ რატომ არის შობადობის კრიზისი მსოფლიოსა და საქართველოში?

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოში მილიონობით ადამიანს არ შეუძლია ჰყავდეს იმდენი შვილი, რამდენიც სურს და ამის მიზეზი სულაც არ არის მშობლობაზე უარი. „მინდა შვილი, მაგრამ რთულია. ჩემს ქალაქში ბინის ყიდვა ან ხელმისაწვდომ ფასად ქირაობაც კი შეუძლებელია. თან, არ მინდა შვილის გაჩენა ომის პირობებში და გლობალური გარემოს გაუარესების ფონზე, სადაც ვიცი, რომ მას შეიძლება ტანჯვა ელოდეს”, - ამბობს 29 წლის ქალი მექსიკიდან.„შვილის გაჩენა ამ სამყაროში მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ნამდვილი გამოწვევა მათი ღირსეულად აღზრდაა. ამისთვის კი საჭიროა კარგი გარემო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა”... Читать дальше...

ნინო ღვინიაშვილი - 17 წელი გადასახლებაში

Radiotavisupleba.ge 

ნინო ღვინიაშვილი მძიმე ბედის ლამაზი ქალი იყო. მას დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, 2 წელი ციხეში იჯდა, 17 - გადასახლებაში გაატარა. როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ მისი უდანაშაულობა აღიარა, ნინო უკვე მოხუცი და ცალი თვალით დაბრმავებული იყო. ოთხი არტისტი მღვდლის ოჯახიდანნინო მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, 1898 წელს, დაიბადა. ოჯახში უფროსი შვილი იყო. თელაველ მღვდელს, ლევან ღვინიაშვილს, მის გარდა, ოთხი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავდა. ერთი გოგონა და ვაჟი ბავშვობაშივე დაიღუპნენ, დანარჩენები: ნინო, თინათინი, ქეთევანი და ალექსანდრა მსახიობები გამოვიდნენ. Читать дальше...

უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო მეორე ბელარუსად იქცევა - ევროპარლამენტარი კოლსი

Radiotavisupleba.ge 

ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი („ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი“) ქართველი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას მორიგ ჯერზე დაპატიმრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად იძირება ავტოკრატიაში.

ათიათასობით ქართველი პოლონეთში - უვიზო მიმოსვლის გაუქმება გადაწყვეტილია?

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთი საჭიროდ თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს და ცდილობს, რომ თავის აზრზე მოკავშირეებიც გადაიყვანოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

5000 ლარით დააჯარიმეს აქტივისტი თამარ კურატიშვილი

Radiotavisupleba.ge 

აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 5000 ლარით დააჯარიმა. მას ჯარიმა დააკისრეს თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 28 მარტს „პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის“.

ბაზრობების გაერთიანება „მესამე პირებისთვის“ სავალდებულო დაზღვევის გაუქმებას ითხოვს 

Radiotavisupleba.ge 

სადავო პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც „მესამე პირების“, ანუ ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში დასაქმებულების ქონების სავალდებულო დაზღვევის გაუქმებას ითხოვენ. ინიციატორი სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანების დირექტორი მუხრან ბაგრატიონია.

მონღოლეთს ჰყავს ახალი პრემიერი, რომელიც მომიტინგეებს ეკონომიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეჰპირდა

Radiotavisupleba.ge 

მონღოლეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ დააკმაყოფილებს მომიტინგეების ეკონომიკურ მოთხოვნებს - მათმა ყოველდღიურმა საპროტესტო აქციებმა მისი წინამორბედის დამხობა გამოიწვია. კანონმდებლებმა პრემიერ-მინისტრად პარლამენტის ყოფილი სპიკერი ზანდანშატარ გომბოჟავინი აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცეს ხუთშაბათს, გვიან ღამით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად. პარლამენტში კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას, ზანდანშატარმა განაცხადა, რომ წლევანდელი მთავრობის ხარჯები დაახლოებით 640 მილიონი დოლარით უნდა შემცირდეს და დასძინა... Читать дальше...

ლანძღვა, ჭეჭყვა, თრევა, ხელების გადაგრეხა, გაგდება - რატომ იქცევიან ასე სასამართლოს მანდატურები?

Radiotavisupleba.ge 

ყვირილი, კივილი, ლანძღვა-გინება, წყევლა, ჭეჭყვა, თრევა, ხელების გადაგრეხა და გაგდება სასამართლოს ფოიედან - ეს ხდება თითქმის ყოველდღე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პროევროპულ აქციებზე დაკავებულების პროცესები დასასრულისკენ მიდის.

ეგვიპტესა და ლიბიაში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ღაზისკენ მსვლელობას გეგმავდნენ

Radiotavisupleba.ge 

ეგვიპტის ხელისუფლებამ დააკავა აქტივისტები, რომლებიც ღაზისაკენ მსვლელობას გეგმავდნენ, მათთან შესახვედრად დაძრულ აქტივისტების კოლონას კი ლიბიის უსაფრთხოების ძალებმა კი გადაუკეტეს გზა. აქტივისტები 80 ქვეყნიდან გეგმავდნენ ეგვიპტისა და ღაზას საზღვრამდე მსვლელობას, რათა ყურადღება გაემახვილებინათ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც მარტში გამწვავდა - მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაბლოკა. შეზღუდვები რამდენიმე კვირის წინ შეამსუბუქეს და და ლიმიტირებული დახმარების შეტანა დაუშვეს, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ზომები არასაკმარისია. Читать дальше...

მთავრობა ეროვნული გამოცდების ალტერნატივაზე ფიქრობს

Radiotavisupleba.ge 

სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად არსებული წესი შესაძლოა შეიცვალოს და ეროვნული გამოცდების ნაცვლად "შემუშავდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას" - ეს ინიციატივა გვხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებაში, რომელიც 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე მთავრობის პროგრამის შესრულებას შეეხება. ამ დოკუმენტის მიხედვით, ზოგადი... Читать дальше...

“მეტა“ ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში 14.3 მილიარდ დოლარს დააბანდებს „სუპერინტელექტის“ შესაქმნელად

Radiotavisupleba.ge 

კომპანია “მეტა“ ხელოვნური ინტელექტის კომპანია Scale-ში 14.3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრ ვანგი კი „მეტას“ „სუპერინტელექტზე“ მომუშავე გუნდს შეუერთდება.

მათე დევიძის განაჩენის გამო ნინო გალუსტაშვილის აცილებას ითხოვდნენ სხვა დაკავებულები

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე, სადაც პოლიტპატიმრად მიჩნეული 11 დემონსტრანტის საქმე განიხილება, ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილება მოითხოვეს - ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლემ, რომელმაც წინა დღეს 21 წლის აქციის მონაწილეს, მათე დევიძეს პოლიციელისთვის ჯოხის მოქნევის გამო 4,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ადვილად განჭვრეტადია რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სხვა დემონსტრანტების საქმეზე და ამიტომ, ის სხვა მოსამართლემ უნდა შეცვალოს. ნინო გალუსტაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. Читать дальше...

432-მეტრიანი „ახმატ ტაუერი“ - რაში სჭირდება კადიროვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენი? 

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთში აპირებენ რუსეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენის - 435 მ სიმაღლის „ახმატ ტაუერის“ აშენებას.