ru24.pro
World News in Georgian
Март
2025

Новости за 21.03.2025

თურქეთში პროტესტი ძალას იკრებს - ქვეყანაში მასშტაბური კენჭისყრისთვისაც ემზადებიან

Radiotavisupleba.ge 

სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ, 19 მარტიდან, თურქეთის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციების ტალღა გაიშალა. ხელისუფლების მიერ მიტინგების აკრძალვის მიუხედავად, ყოველდღე ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოდის, მეტწილად  - ახალგაზრდები.

აშშ-მ დაფინანსება შეუწყვიტა ორგანიზაციას, რომელიც რუსების მიერ მოტაცებულ უკრაინელ ბავშვებს ეძებდა

Radiotavisupleba.ge 

ათობით ათასი უკრაინელი ბავშვის ბედი, რომლებიც სამშობლოდან მოიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს, გაურკვევლობაში ჩააგდო აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებამ იმ კვლევითი ჯგუფის დაფინანსების შეწყვეტაზე, რომელიც მათ ეძებდა.

პოლიციას შევახსენებთ, რომ უკანონო დაკავება დანაშაულია - საია პარლამენტთან სამი სტუდენტის დაკავების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

„აშკარაა, რომ დემონსტრანტების დაკავება არის უსაფუძვლო და წარმოადგენს სტუდენტურ პროტესტთან რეპრესიული და უკანონო ბრძოლის კიდევ ერთ გამოვლინებას“, - ასე ეხმაურება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამი სტუდენტის დაკავებას.

ორი სატელეფონო ზარი და ასობით დრონი - არასახარბიელო ვითარება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის

Radiotavisupleba.ge 

კრემლის ვებსაიტზე 18 მარტს, მოსკოვის დროით საღამოს ცხრის თხუთმეტ წუთზე გამოჩნდა ტექსტი, რომელიც აჯამებდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს. პუტინი - ეწერა განცხადებაში - დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30 დღით შეწყვეტილიყო რუსეთის დარტყმები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ რუსეთის თვითმფრინავები ჰაერში დაფრინავდნენ სატელეფონო საუბრის დროსაც. ზარის დასრულებიდან რამდენიმე წუთში უკრაინის ენერგეტიკის და სხვა სამიზნეებზე რამდენიმე... Читать дальше...

ტრამპი: უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებაზე დისკუსია "ტერიტორიების დანაწილებას" მოიცავს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს დისკუსია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და თქვა, რომ ხელმოწერილი იქნება სამშვიდობო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც გადაწყდება „ტერიტორიების გაყოფის“ საკითხი. ამის შესახებ ტრამპმა პარასკევს განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. „იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში [უკრაინაში] მივაღწევთ ცეცხლის სრულ შეწყვეტას, შემდეგ გავაფორმებთ შეთანხმებას... შეთანხმება ამჟამად განიხილება, ეს ეხება ტერიტორიების დაყოფას და სხვა საკითხებს. განიხილება ახლა ამ დროს... Читать дальше...

სერიოზული ეჭვები არსებობს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიჩნევის შესახებ - ბერლინის სასამართლო

Radiotavisupleba.ge 

გერმანიას საქართველო 2023 წლიდან უსაფრთხო ქვეყნად ჰყავს გამოცხადებული - ახლა გერმანული სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს „თავისუფალ ქვეყნად“ მიჩნევა შეუთავსებელია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამასთან დაკავშირებით „სერიოზული ეჭვები“ არსებობს.

ვინ და როგორ დაიწყო თავისუფლება

Radiotavisupleba.ge 

1953 წელს გერმანიაში, მიუნხენში, დაარსდა ამერიკული რადიოსადგური ქართულ ენაზე – რადიო განთავისუფლება, რომელმაც მოგვიანებით (1959 წ.) შეიცვალა სახელი და დაერქვა რადიო თავისუფლება, რომლის პირველი გადაცემა ეთერში გავიდა 72 წლის წინ, 1953 წლის 18 მარტს და, რომელიც დღემდე აგრძელებს მუშაობას.

Boeing-მა გაიმარჯვა მეექვსე თაობის ავიაგამანადგურებლის შექმნაზე ტენდერში

Radiotavisupleba.ge 

თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ მეექვსე თაობის ავიაგამანადგურებლის შექმნაზე ტენდერში გაიმარჯვა კორპორაცია Boeing-მა. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წინადადებების მოთხოვნის შესახებ 2023 წელს გამოაცხადა. მოსალოდნელია, რომ პენტაგონი მინიმუმ 200 ასეთ თვითმფრინავს შეიძენს. Boeing-ის გამარჯვება ტენდერში სახელწოდებით Next Generation Air Dominance Fighter, პარასკევს გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთთან ერთად. თვითმფრინავი ექსპლუატაციაში შევა F-47-ის სახელით. სამხედრო-საჰაერო ძალებს სურს ახალი თვითმფრინავი... Читать дальше...

„ოცნების“ მთავრობამ 25 მილიონის გარდა საპატრიარქოს კიდევ 43 მილიონი გამოუყო

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტით უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოსთვის 2025 წელს 25 მილიონი ლარის დაფინანსება აქვს გამოყოფილი, 14 მარტის განკარგულებით, მას კიდევ 43 მილიონი ლარი გამოუყო. 2025 წელს საპატრიარქოს დაფინანსება 68 მილიონ ლარს მიაღწევს.

როცა ჯარიმაა გამოსაწერი ხედავენ, როცა პოლიციელის დანაშაულია დასამტკიცებელი, ვერა - ნახეთ, სად დაამატეს ახალი "ჭკვიანი კამერები"

Radiotavisupleba.ge 

ხელისუფლების ოპონენტებსა და  საპროტესტო აქციების მონაწილეებს  სისტემატურად  აჯარიმებენ კამერების  გადაღებულ კადრებზე დაყრდნობით, თუმცა  ხელისუფლების კუთვნილი კამერების ჩანაწერები, არ ხვდება იმ საქმეებში სადაც სამართალდამცველების დანაშაულს იძიებენ.

„რა უნდა ქნას ჩემმა შვილმა მარტომ?"– დაუნის მსოფლიო დღეს ბავშვების დედებს დაველაპარაკეთ

Radiotavisupleba.ge 

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია აღნიშნავს გზავნილით „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“. თუმცა მშობლები ამბობენ, რომ 2025 წელს, მათი მთავარი საფიქრალი მხარდამჭერი პროგრამების გადარჩენაა.

წელზევით შიშველი ტურისტი და ტყვია ფეხში - რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში

Radiotavisupleba.ge 

2024 წლის ნოემბერში რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან. მაშინ სოხუმში საპროტესტო გამოსვლები იყო, რასაც თვითაღიარებული პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან რუსეთმა თითქმის 100 ათასი სამხედრო დაკარგა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან რუსეთმა თითქმის 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამის შესახებ ნათქვამია BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ მიერ მოხალისეთა გუნდთან ერთად მომზადებულ პუბლიკაციაში. ღია მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ომის დროს დაღუპული 99113 რუსი ჯარისკაცის ვინაობის დადგენა. გამომძიებლების მტკიცებით, გამოვლენილი დანაკარგების ნახევარზე მეტი არის ადამიანები, რომლებიც ომის დაწყებისას არ იყვნენ დაკავშირებული რუსეთის არმიასთან და რუსეთის ეროვნულ გვარდიასთან. ყველა... Читать дальше...

ვგმობთ ამ კანონს, ეგზისტენციალური საფრთხეა საქართველოს დამოუკიდებელი პრესისათვის - CPJ „FARA-ს ქართულ ასლზე“

Radiotavisupleba.ge 

ამერიკული „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტების ახალი კანონის მეორე მოსმენით მიღების გამო.

ლანდსბერგისი: სამხედრო ალიანსები ეფექტიანია, სანამ შენს მტერს სჯერა, რომ ეფექტიანია

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გარიგება უკვე დადებულია და ევროპას ურჩევს „იმოქმედონ იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება დადებულია და ვიზრუნოთ იმაზე, როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა გვეცოდინება პროცესის შედეგი".

პარლამენტთან დააკავეს სამი ახალგაზრდა, რომელთაც სკამები მიჰქონდათ აქციის მონაწილეებთან

Radiotavisupleba.ge 

დღეს საღამოს, 21 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა დააკავეს სამი ადამიანი - ორი სტუდენტი გოგო და ერთი ახალგაზრდა ბიჭი.

რუსეთმა „უცხოეთის აგენტების“ სიაში კიდევ ორი ჟურნალისტი შეიყვანა ოკუპირებული აფხაზეთიდან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციამ „უცხოეთის აგენტების“ ცნობილ სიაში დღეს კიდევ ორი ჟურნალისტი შეიყვანა ოკუპირებული აფხაზეთიდან - იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა.

Bloomberg: აშშ-მა შეამცირა მონაწილეობა ჯგუფებში, რომლებიც რუსეთის სანქციებს აკონტროლებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეამცირა მონაწილეობა საერთაშორისო ჯგუფებში, რომლებიც რუსეთის მიმართ სანქციების დაცვას აკონტროლებენ. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება რამდენიმე ევროპელ მოხელეზე დაყრდნობით. მათი სიტყვებით, ვაშინგტონი პრაქტიკულად არ მონაწილეობს იმ მცდელობებში, რომ აღიკვეთოს რუსეთის მიერ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა. სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი ამერიკული ჯგუფი პასიურად რეაგირებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების კომპონენტებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე. მეორემ... Читать дальше...

ბუნდესრატმა დაამტკიცა გერმანიაში თავდაცვის ხარჯების გაზრდის მექანიზმი

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში ბუნდესრატმა (ფედერალურმა საბჭომ), რომელშიც შედიან ფედერალური მხარეების წარმომადგენლები, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ამსუბუქებს ეგრეთ წოდებულ „ვალის დამუხრუჭების“ წესს თავდაცვის ხარჯებისთვის. მანამდე ეს კანონპროექტი ბუნდესტაგმა დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი დაუჭირეს წამყვანმა პარტიებმა - სოციალ-დემოკრატებმა, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან, და ქრისტიან-დემოკრატებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებში გაიმარჯვეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა ფედერალური მხარეების 46 წარმომადგენლიდან 35-მა, ანუ ორ მესამედზე მეტმა. Читать дальше...

„აშშ-ში ელჩი შერჩეული გვყავს“ - რა მიზეზებით იგვიანებს ელჩების დანიშვნა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნა მალე მოხერხდება, ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების, შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობისა და სანქციების მიუხედავად.

გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 2,5 მლნ ლარზე მეტი გამოიყო

Radiotavisupleba.ge 

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 2 569 048 ლარი გამოიყო. დოკუმენტს მთავრობის სახელით ხელს აწერს ირაკლი კობახიძე.

18-მეტრიანი ავტობუსები მერიას გადასცეს, თუმცა ჯერ ხაზებზე ვერ ანაწილებს

Radiotavisupleba.ge 

დედაქალაქის მერიის მიერ ნაყიდი 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა, თუმცა მათ დიდ ნაწილს ხაზებზე ვერ ანაწილებენ. ამ დრომდე არ არის მოწყობილი ავტობაზა, რომელიც ტექნიკურად ისე უნდა იყოს აღჭურვილი, რომ შესაძლებელი გახდეს ავტობუსების მეორე დღისთვის მომზადება.

ისრაელის მთავრობამ კენჭი უყარა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დათხოვნას

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის, Shin Bet-ის, იგივე Shabak-ის ხელმძღვანელის, რონენ ბარის გადაყენებას. ეს პირველი შემთხვევაა ისრაელის ისტორიაში, როდესაც მთავრობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა Shin Bet-ის ხელმძღვანელი. ის თანამდებობაზე 10 აპრილამდე ან ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე დარჩება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მთავარი მოტივი იყო ბარის მიმართ არსებული უნდობლობა, რაც, მისი თქმით, არსებითია მიმდინარე ომის კონტექსტში. Читать дальше...

Amnesty „დამანგრეველ პრეცედენტად“ მიიჩნევს Greenpeace-სთვის 660 მილიონი დოლარის გადახდის დაკისრებას

Radiotavisupleba.ge 

უფლებადამცავი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნების დამცველი ორგანიზაციის, Greenpeace-ის მიმართ, დაეკისროს 660 მილიონი დოლარის გადახდა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის, Energy Transfer-ის სასარგებლოდ, „გამანადგურებელი განაჩენია". იგი ამბობს, რომ ეს განაჩენი, "უკიდურესად დამანგრეველი პრეცედენტების რიგს წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების, გაერთიანებებისა და მშვიდობიანი შეკრებების და საპროტესტო გამოსვლების მიმართ და საფრთხეს უქმნის თვით Greenpeace -ის მომავალს“. Читать дальше...