WSJ: ტრამპს სურს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ევროპელმა სამხედროებმა გააკონტროლონ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებს და უკრაინას სთავაზობს, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ამ რეჟიმის დაცვა გააკონტროლონ ევროპის ქვეყნების სამხედროებმა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, ტრამპმა თავისი წინადადება 7 დეკემბერს, პარიზში შეხვედრისას გააცნო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. Читать дальше...