თბილისის ერთ-ერთ კლინიკა გარდაიცვალა 40 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც საგარეჯოდან 11 ნოემბერს მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.
გარდაცვლილის მეზობელმა, თაკო ყორღანაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქალზე ყოფილმა ქმარმა ფიზიკურად იძალადა. მისი თქმით, კაცი საპატიმროდან დაახლოებით ერთი თვის წინ გამოვიდა.
"როგორც ვიცი სასჯელს იხდიდა ცოლზე ძალადობის ბრალდებით... 11 ნოემბერს, ღამით სახლში მიუვარდა და სცემა. თავში ქვა ჩაარტყა. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ ქალის მამა, ბებია და ორი შვილი. ერთი 18 წლისაა, მეორე 7-ის. Читать дальше...