მცირე იმპერიალიზმი და ჰეგემონიურობის ლოგიკა
ქართული ტოლერანტობის მითი, რომელზედაც თაობები, მათ შორის ჩემი თაობაც იზრდებოდა, სულ ცოტა, ბოლო 25 წლის მანძილზე, ფაქტობრივად, გაქარწყლდა, როდესაც საქართველოს უახლესი ისტორია შეუწყნარებლობისა და კოლექტიური ფობიების ენციკლოპედიად გადაიქცა.
