ru24.pro
Rustavi 2 (rustavi2.com)
Август
2016

სოფელ ლამბალოში, გასული წლების მსგავად, წელსაც სასწავლო პროცესი საქონლის ყოფილ სადგომში განახლდება

0

სოფელ ლამბალოში უკვე სამი წელია, სკოლის აშენებას ელოდებიან. მშენებლობა სხვადასხვა მიზეზით შეჩერდა. თუმცა, გამოსავალი ნაპოვნია. საგარეჯოს რაიონის სხვადასხვა სოფლიდან ბავშვები, ლამბალოს ნაცვლად, სოფელ კაზლარში დადიან. ოღონდ გაკვეთილები არა შენობაში, არამედ ერთ-ერთი პედაგოგის ეზოში, საქონლის ყოფილ სადგომში ტარდება.

ორი წლის წინ ადგილზე პრემიერი და განათლების მინისტრიც ჩავიდნენ. სკოლა პროექტის თანახმად, ათას მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებით უნდა აშენებულიყო.

განათლების სამინისტროში სკოლის დასრულებას ოქტომბერში ვარაუდობენ, თუმცა კომპანია რომელმაც სამუშაოები უნდა დაასრულოს, ჯერ შერჩეული არ არის.

უცნობია, რამდენ ხანს მოუწევთ მოსაწავლეებს ლოდინი. მანამდე კი ახალ სასწავლო წელს ისინი კვლავ დაქირავებულ სახლებში გააგრძელებენ.

 

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი