ru24.pro
Rustavi 2 (rustavi2.com)
Апрель
2016

NDI-ის კვლევის შედეგებში ექსპერტებისთვის ყველაზე საყურადღებო "ქართული ოცნების" რეიტინგის ვარდნაა

0

NDI-ის კვლევებიდან ანალიტიკოსებისთვის ყველაზე საყურადღებო კოალიცია ქართული ოცნების რეიტინგის ვარდნაა. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველს 2012 წელს გაცილებით დიდი მოლოდინი ჰქონდა, დღეს კი იმედგაცრუებული და დაბნეულია.

სპეციალისტებისთვის საყურადღებოა ისიც, რომ პიროვნულ რეიტინგებში ოპოზიციის ლიდერს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ექსპერტების აზრით, მოქალაქეების 61 პროცენტი, რომელსაც ამ დრომდე გარკვეული არ აქვს ვის მისცეს ხმა, არჩევნების საბოლოო შედეგებზე ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს.

NDI-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პარლამენტში უმრავლესობა არც ერთ ძალას აღარ ექნება და პოლიტიკური ძალები მუდმივ კონფრონტაციის რეჟიმში იქნებიან.

ავტორი: ნათია გოგსაძე.