ru24.pro
Radiotavisupleba.ge
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ზელენსკი აფრთხილებს ევროკავშირს, რომ პუტინისთვის დათმობა "თვითმკვლელობა" იქნება - მისი გამოსვლა პირდაპირ არ გადაიცა

0
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა ევროპელი ლიდერები, რომ რუსეთის წინაშე ნებისმიერი დათმობა მისი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იქნებოდა "თვითმკვლელობა" ევროპისთვის და მიუღებელი უკრაინისთვის.


ის 7 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა სამიტზე, მაგრამ   ზელენსკის გამოსვლა ღონისძიების ოფიციალურ გადაცემაში არ შედიოდა, იტყობინება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი.


ზელენსკიმ, კერძოდ, კრიტიკულად ილაპარაკა მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების იდეაზე. ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შემდეგ გამოვიდა სიტყვით, რასაც მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.


ორბანისა და მაკრონის გამოსვლები პირდაპირ ეთერში და ინტერნეტში გამოქვეყნდა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტისა - არა. ღონისძიების ორგანიზატორების უნგრელმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ზელენსკის გამოსვლა საჯარო არ იყო. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური დაუკავშირდა, ამას სიცრუე უწოდა.


 


“გადაეხვიოთ პუტინს, არაფერში დაგეხმარებათ. ზოგიერთი თქვენგანი უკვე 20 წელია ეხევა მას, მაგრამ ვითარება კიდევ უფრო უარესდება” - თქვა ზელენსკიმ.


ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ გაიმეორა მოწოდებები მეტი მხარდაჭერისკენ თავისი ომით განადგურებული ქვეყნისთვის, ევროკავშირის არაფორმალური სამიტის წინ, რომელიც მომდევნო დღეს გაიმართება უნგრეთში.


უნგრეთი ამჟამად 27-წევრიანი ბლოკის თავმჯდომარე ქვეყანაა.




ზელენსკიმ აგრეთვე განაცხადა, რომ უკვე ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატებიცა და ევროპაც ძლიერი უნდა იყვნენ ერთმანეთის საკეთილდღეოდ, მსოფლიოს წინაშე არსებული "ბევრი გამოწვევის" ფონზე.


ზელენსკიმ უფრო ადრე სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „შესანიშნავი“ საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელსაც „ისტორიული დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცა.