შალვა პაპუაშვილი ევროპელი ლიდერების მოწოდებაზე: ყველა შეეშვას ფარისევლობას
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ იმეორებს, რომ „აგენტების კანონი“ „ევროპული ღირებულების შესაბამისად მიღებული კანონია“. ასე უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა დაუსვა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების განცხადებაზე, რომელშიც საუბარია ბოლო დროს საქართველოში მიღებული იმ კანონების გაუქმების აუცილებლობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.