სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, არასამთავრობოების საჩივრები კი არ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციო სასამართლო 23 გაერთიანებული საჩივრიდან მხოლოდ ცესკოს მოთხოვნა დააკმაყოფილა. საარჩევნო კომისია უნდოდა, გაუქმებულიყო თეთრიწყაროში ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ყველა ელექტრონული უბნების შედეგების გაბათილებას მოითხოვდნენ, რადგან, მათი შეფასებით, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.