"პრინციპულად, ახლოს ვართ, მოლაპარაკებები გრძელდება" - გახარიასა და ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციური კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მორიგი შეხვედრა პრეზიდენტთან დასრულდა. ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო, რომელიც ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა.