"ზუგდიდსა და გორში 30 ოქტომბრის არჩევნები ბოლო წლების კენჭისყრებთან შედარებით უფრო სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა"
0
არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი”-ის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა დაფიქსირებული რამდენიმე საკმაოდ სერიოზული დარღვევა და ფიზიკური დაპირისპირება სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.