ქართველ ლეგიონერებში პრაქტიკის არარსებობა ნაკრების პრობლემას წარმოადგენს
სულ ცოტა დრო რჩება 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. უკვე სექტემბრის დასაწყისში ეროვნული ნაკრებები პირველ საკვალიფიკაციო მატჩებს ჩაატარებენ. მათ შორის საქართველოს ნაკრებიც, რომელიც თბილისში 5 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ავსტრიის გუნდს უმასპინძლებს.