ნაყინის გასაიდუმლოებული რეცეპტი და მასწავლებელი, რომელმაც ესკიმო გამოიგონა
თბილისელების უფროს თაობას ალბათ ახსოვს ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ნაყინით სავსე ურიკით, თეთრ ხალათში გამოწყობილი მენაყინე, რომლის ხმამაღალი და ომახიანი შეძახილი: "აბა, ცივი, შოკოლადნი მაროჟნიეეეე, ესკიმოო“ ახლომახლო მყოფ ბავშვებს მოსვენებას უკარგავდა.