ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან ახლა - რომან გოცირიძე საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ისევ სებ-ში დაბრუნებაზე
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ისევ ეროვნული ბანკისთვის დაბრუნების შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ პარტია კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
რომან გოცირიძე მთავრობას მიერ საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე საუბრობს იმის გამო, რომ „მათ უზარმაზარი ზიანი მიაყენეს ქვეყანას“.
გოცირიძე თავის დროზე ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე საუბრობს.
„ითამაშეს სერიოზული როლი ლარის შემდგომ გაუფასურებაში და ასევე ძალიან დიდი რაოდენობის უცხოური დახმარება და გრანტები ვერ მივიღეთ სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ „ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან ახლა ყველანი ჩავარდნილი".
"ისტორიამ იცის ხოლმე დროდადრო ადამიანების დასჯა, დაცინვა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძე ამბობს, რომ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც კანონპროექტი დაწერა.
„ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის, რომელიც იმ დროს იყო ეკონომიკის მინისტრი, იმ ადამიანების, ვინც დაწერა ეს კანონპროექტი,“ - განაცხადა გოცირიძემ.
