ru24.pro

World News in Georgian

Новости от Russia24.pro

Russia24.pro Каталог
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28
29
30
31

Все новости

ალიევმა $1.5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა BlackRock-თან, რომელიც „გლოპზე“ „ოცნების“ შეთქმულების თეორიის ეპიცენტრშია

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში შეხვდა ლარი ფინკს, კერძო კაპიტალისა და აქტივების მმართველი გიგანტური კორპორაციის,  „ბლექროკის“ ხელმძღვანელს; აზერბაიჯანმა „ბლექროკთან“ საინვესტიციო ხელშეკრულებები გააფორმა.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის "ჩრდილოვან ფლოტს" დემონსტრაციების წინააღმდეგ რეპრესიების გამო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ცხრა ტანკერს და მათთან დაკავშირებულ რვა კომპანიას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვები შემოიღეს ირანში საპროტესტო დემონსტრაციების მიმართ გატარებული სასტიკი რეპრესიების გამო.

„ვერც ეს დაგვაშინებს“ - დემონსტრანტები ტროტუარზე პროტესტის მონაწილეთა დაპატიმრებაზე

Radiotavisupleba.ge 

ტროტუარზე პროტესტის მონაწილეთათვის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემდეგ, აქციების 420-ე დღეს, პარლამენტთან უწყვეტი აქციების მონაწილეთა ნაწილმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ „ბოლომდე, გამარჯვებამდე“ გააგრძელებენ პროტესტს.

„პალადინების“ იერიში: რუსეთში ევროპული ულტრამემარჯვენე ქსელი დაარსდა

Radiotavisupleba.ge 

„[იმიგრანტების] მასობრივი დეპორტაცია, ტრადიციებისა და კულტურის აღდგენა, ევროკავშირის გლობალიზმის დემონტაჟი“ - ეს არის მხოლოდ რამდენიმე ლოზუნგი იმ პროგრამიდან, რომელიც წარმოდგენილია, როგორც ახალი წლის გადაწყვეტილებების ერთობლიობა „თითოეული თეთრი ნაციონალისტისთვის“.

შსს ამბობს, რომ დემონსტრანტები ისჯებიან „არა ტროტუარზე დგომის“, არამედ „ტროტუარზე გადაადგილების ხელშეშლის“ გამო

Radiotavisupleba.ge 

ტროტუარზე პროტესტის მონაწილეთათვის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საუბარია არა „მხოლოდ ტროტუარზე დგომაზე“, არამედ „ტროტუარზე მოქალაქეთა გადაადგილებისთვის ხელშეშლაზე“.

„გონი დავკარგე“ - 51-ე სკოლასთან დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ცენტრში, 51-ე საჯარო სკოლასთან დაკავებულ 26 წლის კაცს სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიჩნია, რომ მისი დარბაზიდან გათავისუფლება საზოგადოებისთვის მომეტებული საფრთხის მატარებელი იქნებოდა.

მერცის თქმით, ბერლინისთვის მიუღებელია ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" ამჟამინდელი ფორმა

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 23 იანვარს თქვა, რომ მზად იქნებოდა შეუერთდეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" ინიციატივას ღაზისთვის, მაგრამ ამჟამინდელი ფორმით მისთვის ეს საბჭო მიუღებელია. "ფორმა რომლითაც ეს მშვიდობის საბჭო ახლა ყალიბდება - გერმანიაში მის მმართველობის სტრუქტურებს ვერ მივიღებთ, კონსტიტუციური მიზეზებით", თქვა მერცმა რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. "თუმცა, ცხადია მზად ვართ ვიმუშაოთ სხვა ფორმებზე - ახალ ფორმებზე... Читать дальше...

იულია ტიმოშენკოსთვის გადაიხადეს 760 ათასამდე დოლარის ოდენობის გირაო

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პარტია "ბატკივშჩინის" ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოსთვის გირაო გადახდილია - იუწყება rbc უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოზე დაყრდნობით. გირაო, რომელიც სასამართლომ მანამდე განსაზღვრა, შეადგენს 33 მილიონ ჰრივნას (760 ათას დოლარზე ცოტა მეტს). რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ "სქემების" მონაცემებით, გირაო შეიტანა ათმა პირმა, სხვადასხვა ოდენობის თანხემბით. მათ შორისაა "ბატკივშჩინის" წევრი დეპუტატი, კონსტანტინ ბონდარევი, რომელსაც პარტიის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებელს უწოდებენ. Читать дальше...

„შაჰედებზე მონადირე“ - რა აფერხებს უკრაინისათვის ჩეხური ავიაგამანადგურებლების მიწოდებას?

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში უკრაინის დახმარების საკითხმა ახალი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. პრეზიდენტ პეტრ პაველის ინიციატივამ, კიევისთვის L-159 თვითმფრინავების მიწოდებაზე, ხელისუფლებაში მწვავე დაპირისპირება გააჩინა მაშინ, როცა უკრაინისათვის ეს იაფი და ეფექტიანი ავიაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დრონებთან ბრძოლაში.