ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოშიმშილე პროფესორებს პასუხობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იმ პროფესორებს პასუხობს, რომლებიც პროტესტის ნიშნად უკვე მეორე დღეა შიმშილობენ. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სტუ-ში არჩევნები კანონიერად ჩატარდა, ხოლო არჩეული რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ლეგიტიმურად იკავებს რექტორის თანამდებობას. ჟურნალისტებთან საუბრისას, სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთი ქოქრაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დროს გათვალისწინებული იქნა როგორც ”საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონი”, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის წესდება და ამიტომ მოშიმშილე ლექტორების პოზიცია […]
