ტრამპი აცხადებს, რომ „ბევრი ქვეყანა“ გაგზავნის სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 მარტს განაცხადა, რომ ბევრი ქვეყანა გაგზავნის სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტის მიმართულებით, რათა ნავთობის ტრანსპორტის მნიშვნელოვანი საზღვაო გზა გახსნილი იყოს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები გააკეთებენ ამას.
