„ერთ უნივერსიტეტში ჩავაბარე და მეორეში რატომ ვისწავლო?“ - რა ელით 1+4 პროგრამის სტუდენტებს
1+4 პროგრამის მოსამზადებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება სურდათ, მომავალი გაურკვეველია. უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არჩევანს უზღუდავს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას ურთულებს.
