ბრალდებული ელისაშვილი, რომელიც უფლებების დარღვევაზე ჩივის, პატიმრობაში დატოვეს
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის დაწვის მცდელობისთვის ბრალდებული პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა. ელისაშვილმა კი თქვა, რომ დაკავების მომენტიდან მისი უფლებები ირღვევა.
