ru24.pro
World News in Georgian
Март
2026
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

უკრინის საერთაშორისო ლეგიონების რეფორმა

0
2025 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში გადაწყდა უკრაინის სახმელეთო ჯარების ოთხი ქვედანაყოფის დაშლა. რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისშივე ისინი შეიქმნა „საერთაშორისო ლეგიონების“ საერთო სახელწოდებით. გენერალური შტაბის გეგმის თანახმად, ჯარისკაცებს, რომლებიც ამ ქვედანაყოფებში მსახურობდნენ, მათ შორის უცხოელებს, მოიერიშე ჯარებში უნდა გაეგრძელებინათ სამსახური.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ირწმუნება, რომ რეფორმა ევოლუციური პროცესია და რომ „ლეგიონებმა“ უკვე შეასრულეს თავიანთი ამოცანა. თუმცა, გადაწყვეტილება არ მოეწონა არც ბევრ „ლეგიონერს“ და არც სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამეთაურო ჯაჭვში. ლეგიონების ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „უცხოური ქვედანაყოფების“ განსაკუთრებული სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს უკრაინის არმიაში მოხალისეების ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება და, შესაძლოა, სრული შეჩერებაც კი.
ადრე „უცხოური ლეგიონის“ ქვედანაყოფები არსებითად იყო სპეციალური დანიშნულების ბატალიონები და ისინი სახმელეთო ჯარების სარდლობას ექვემდებარებოდნენ. მათ ასევე ჰყავდათ სპეციალური თარჯიმნები კომუნიკაციის გასაადვილებლად. მოიერიშეთა რიგებში გადაყვანა ნიშნავს არა მხოლოდ ქვედანაყოფების სტატუსის დაქვეითებას და ბატალიონების ყოფილი პატიმრებით „შეზავებას“, არამედ ფრონტის ხაზზე სხვადასხვა ამოცანას, მათ შორის გაჭიანურებულ პოზიციურ ბრძოლებში უფრო მეტმონაწილეობას. უკრაინის შეიარაღებული ძალების უცხოური ქვედანაყოფების რეფორმამ უკვე გამოიწვია ბატალიონებიდან ათობით ადამიანის წასვლა.
Donbas.Realii ჰყვება, რამდენი უცხოელი უერთდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად, როგორ ხდება მათი აყვანა და წვრთნა და როგორ უყურებენ ამ ქვედანაყოფების ჯარისკაცები „საერთაშორისო ლეგიონების“ რეფორმას.


"Uno, dos, tres": უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების სამი ჯგუფი სინქრონულად ითვლის ესპანურად და „სამზე“ იწყებს დაჭრილების ევაკუაციას. სამხრეთამერიკელი მოხალისეებისთვის დღეს საბაზისო სამხედრო მომზადების ბოლო დღეა. შემდეგ ისინი საბრძოლო ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.
„მე ყოფილი ჯარისკაცი ვარ და მეგონა, რომ გამოცდილება მქონდა. მაგრამ ეს სხვა ომია, სადაც გასწავლიან სხვადასხვა მოქმედებას, გადაადგილების სხვადასხვა მეთოდს“, ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავიდა უკრაინაში არგენტინიდან.
მის ჯგუფს მხოლოდ რამდენიმე მეტრი ჰქონდა გავლილი, როდესაც ცაში დრონი გამოჩნდა: ინსტრუქციის თანახმად, ყველა იძულებულია, შეინიღბოს.
„ჩემი მიზანია, ჯარისკაცი გავხდე. სამშობლოში სამხედრო ინსტიტუტში ვსწავლობდი. მაგრამ იდეოლოგიისა და სხვა მრავალი ფაქტორის გამო, არ ვიზიარებ ჩემი ქვეყნის შეხედულებებს“, ამბობს ხოსე [სახელი შეცვლილია უსაფრთხოების მიზნით]. ის წარმოშობით ვენესუელიდანაა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ნიკოლასმადუროს რეჟიმის გამო ჩილეში ცხოვრობს. „ამიტომჩამოვედი ჩემი მიზნის მისაღწევად, თანაც რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“.
იმათ პარალელურად, ვინც უკვე ასრულებს წვრთნებს, უცხოელთა კიდევ ერთი ჯგუფი ახლა იწყებს თავის გზას უკრაინის არმიაში. ახალ ჯგუფში ორი სამუშაო ენაა: ინგლისური და ესპანური.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის არჩევისას უცხოელების მოტივაცია სხვადასხვაა: ზოგიერთს გულწრფელად სურს დაეხმაროს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ზოგი კი თავგადასავლებს ეძებს, ფულის შოვნა სურს ან უნდა, რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საბერძნეთშიქოლ-ცენტრებში ვმუშაობდი. ახალ ამბებში ყოველდღე ვხედავდი, როგორ იღუპებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა,“ ამბობს გერმანიიდან ჩამოსული მოხალისე, რომლის ამოსაცნობი მეტსახელია „ბერლინი“. „ვგრძნობდი, რომ ჩემი სამუშაო უსარგებლო იყო: იქ ხალხი მთელი დღეების განმავლობაში წუწუნებდა არაარსებით, უმნიშვნელო რაღაცებზე და ისე იქცეოდა, თითქოს ომი მთავრდებოდა. მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ომი გრძელდება! ამიტომ გადავწყვიტე, რომ [უკრაინაში ჩამოსვლა] საუკეთესო რამ იყო, რაც შემეძლო გამეკეთებინა“.
გერმანელის გვერდით უკრაინის არმიაში საბაზისო წვრთნას იწყებს „სიგმა“, პორტუგალიის მოქალაქე, რომელიც საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში მსახურობდა.
„ბევრჯერ ვყოფილვარ ავღანეთის ომში და ეს უბრალოდ კიდევ ერთი ომია. ჩემი მოტივაცია უკრაინის დახმარებაა“, ამბობს ის. „მჯერა, რომ ეს ყველა ევროპელის მოვალეობაა, რადგან ის, რაც უკრაინაში ხდება, ევროპული ომის პრელუდიაა. და ეს ომი შეიძლება მოვიდეს და მთელი ევროპა მოიცვას“.
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები ამბობენ, რომ ყოველთვიურად 600-მდე უცხოელი უერთდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ამჟამად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 75 ქვეყნის მოხალისეები მსახურობენ, აცხადებსკონსტანტინმილევსკი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელებისთვის სამხედრო სამსახურის კოორდინაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელი მოხალისეების დაახლოებით 40% სამხრეთ ამერიკიდანაა. უკრაინის არმიაში მყოფ ყველა უცხოელს იგივე უფლებები და ვალდებულებები აქვს, რაც უკრაინის მოქალაქეებს, მაგრამ ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ მათ შეუძლიათ, საკუთარი მოთხოვნით შეწყვიტონ კონტრაქტი. „ჩვენ არ ვცდილობთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმაზე მეტი ადამიანის მოწვევას, ვიდრე შევძლებთ მათთვის ყურადღების დათმობას. რას ნიშნავს ყურადღება? ეს არის წვრთნა, საბრძოლო კოორდინაცია და მათი აღჭურვა იარაღითა და ფორმებით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია მოხალისეთა რიცხვი ათას, ხუთას ან თუნდაც ათი ათასამდე (თვეში) გავზარდოთ, მაგრამ თუ ამ ადამიანებს ვერავინ მიხედავს, არანაირი შედეგი არ იქნება“, ამბობსმილევსკი.
„ოფიციალური ვებსაიტის საშუალებით მივწერე და რამდენიმე დღეში მიპასუხეს. მათ მიიღეს ჩემი ინფორმაცია და მეც დანიშნულების ადგილი ჩავწერე. ყველაზე რთული იყო თვითმფრინავის ბილეთის აღება, ამიტომ ეს თავად გავაკეთე და ორი თვის შემდეგ აქ ვიყავი“, ამბობს არგენტინელი მოხალისე.
უკრაინის ბევრი სამხედრო ნაწილი დამოუკიდებლად ეწევა სხვა ქვეყნების მოქალაქეთა რეკრუტირებას, ეს არ არის აკრძალული. მაგრამ 2022 წლიდან უკრაინის არმიაში უცხოელთა უმეტესობა სახმელეთო ჯარებში ოთხ საერთაშორისო ლეგიონში მსახურობდა. ისინი ცალკეულ სამხედრო ქვედანაყოფებს წარმოადგენდნენ.
2025 წლის ბოლოს მოულოდნელად გადაწყდა, სამი მათგანი გაეუქმებინათ. როგორც გამოცხადდა, გადაწყდა, რომ მათი პირადი შემადგენლობა მოიერიშე პოლკებში გადაჰყავთ, მე-4 საერთაშორისო ლეგიონი კი სასწავლო ცენტრად გადაკეთდა.
„ისინი არ გაუქმებულა. უბრალოდ მოხდა მათი ინტეგრირება სახმელეთო ჯარების მოიერიშე ძალებში“, განმარტავსკონსტანტინმილევსკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომხდარ ცვლილებებს. „მათთვის, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა! „საერთაშორისო ლეგიონის“ ბრენდი, ოფიციალურად გიცხადებთ, არ გამქრალა. ის დარჩა და დარჩება. ჩვენ ამ ლეგიონებში უცხოელებს ვიღებდით, ვიღებთ და მივიღებთ.“
მილევსკი ამტკიცებს, რომ რეფორმების გამოცხადების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები უცხოელების ძალიან მცირე პროცენტმა დატოვა.
ამავე დროს მე-2 საერთაშორისო ლეგიონის სარდლობის ყოფილი წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პირიქით, ბევრი გაათავისუფლეს და ამბობენ, რომ საქმე ეხება ფაქტობრივად ცალკე ბრენდის მქონე ეფექტიანი ქვედანაყოფის ლიკვიდაციას.
„ვიცი, რომ მიმდინარე წლის 7 იანვრის მონაცემებით, მინიმუმ 40 კონტრაქტი შეწყდა. კიდევ 20 ადამიანს სურდა კონტრაქტის შეწყვეტა“, ამბობს ანდრისპივაკი, მე-2 საერთაშორისო ლეგიონის მეთაურის ყოფილი მოადგილე. „ამჟამად, ლეგიონის პირადი შემადგენლობის დაახლოებით ას წევრს აქვს თვითნებურად დატოვებული ჯარის ნაწილი. ადრე უცხოელები არასდროს აკეთებდნენ ამას. მაგრამ ახლა მინიმუმ 10 უცხოელს აქვს თვითნებურად დატოვებული ჯარის ნაწილი. რატომ? იმიტომ, რომ ისინი საერთაშორისო ლეგიონში მოვიდნენ და ამის ნაცვლად მექანიკურად გადაიყვანეს მოიერიშე ქვედანაყოფებში.“
„შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭების უმეტესობა უკმაყოფილოა. ბევრმა მათგანმა კონტრაქტი გააუქმა და სახლში დაბრუნდა. ეს მეც არ მომწონს“, განუცხადა Donbass.Realii-სბიორნკალსოიმ, მოხალისემფარერის კუნძულებიდან, რომელიც 2023 წლიდან იბრძოდა მე-2 საერთაშორისო ლეგიონში, მაგრამ მოიერიშეებში გადაიყვანეს. „გვყავდნენ უკრაინელი თარჯიმნები, რომლებიც დავალებებზე გვახლდნენ. ჩვენი ყველა მეთაური უკრაინელი იყო, მაგრამ მათაც იცოდნენ ინგლისური. იქ, სადაც ახლა ვარ, მხოლოდ რამდენიმე უკრაინელმა იცის ესპანური და თითქმის არავინ ლაპარაკობს ინგლისურად“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში უცხოელი ლეგიონერები იბრძოდნენბახმუტში,სერებრიანკასა დავოვჩანსკში. შარშან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გადაწყვეტილებით მე-2 ლეგიონი გახდა ექსპერიმენტული ნაწილი, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატებისა და ქვეითი ჯარის შეხამების ახალ ტაქტიკას იყენებდა. ეს ექსპერიმენტი ბოლომდე არ მიუყვანიათ: 2025 წლის ბოლოს ლეგიონის ყველა მეომარი, მათ შორის უცხოელები, 253-ე მოიერიშე პოლკ „არეიში“ გადაიყვანეს.
253-ე პოლკ „არეის“ საერთაშორისო ლეგიონის ბატალიონის მეთაურმა, მიკოლაველიკიმ, ამოსაცნობი მეტსახელით „დინამო“ (მან პოლკის მეთაურის თანამდებობა 2026 წლის იანვარში დაიკავა), Donbas.Realii-ს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მის ქვედანაყოფში გადაყვანილი უცხოელების მიერ კონტრაქტების შეწყვეტის ტალღა მართლაც იყო.
„მათ უთხრეს, რომ წავიდოდნენ ბატალიონში, რომელშიც იქნებოდნენ მხოლოდ მსჯავრდადებულები, მკვლელები და მოძალადეები“, ამბობს უკრაინელი სამხედრო. „სამწუხაროდ, ბევრმა ყოფილმა პოლიციელმა და სამხედრო მოსამსახურემ დაარღვია კონტრაქტები. მათ არ სურთ პატიმრების გვერდიგვერდ ბრძოლა“.
„ისინი, ვისაც არ ჰქონდა დრო კონტრაქტების დასარღვევად და დარჩა, გაიყვანეს ახალი ბატალიონის შესაქმნელად და შესავსებად. დამელაპარაკნენ და მითხრეს: „დიახ, მეთაურო, ჩვენ შენთან ვართ უკრაინისთვის“, ამბობს ბატალიონის მეთაური.
„დინამო“ განმარტავს, რომ ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაციდან ბატალიონის მეთაურამდე ავიდა, კერძოდ, კურსკის ოლქში ბრძოლებში ასეულს მეთაურობდა. მისი თქმით, პოლკი „არეი“, მე-2 ლეგიონის მსგავსად, არსებითად მოხალისეთა ქვედანაყოფია:
„ლეგიონში, რომელიც მე მივიღე, სწორედ საბრძოლო ნაწილები დარჩა. ხელმძღვანელობა, შეიძლება ითქვას, გემიდან გადახტა. მათ დატოვეს ქვეითი ჯარი, ასეულის მეთაურები, დარჩნენ ბიჭები მმართველობაში, მაგრამ ძალიან ცოტანი. მაგრამ ისინი, ვისაც მუშაობის გაგრძელება სურდა, საქმეს აკეთებენ“, განმარტავს მეთაური.
ველიკი ირწმუნება, რომ მის ქვედანაყოფში უცხოელებისთვის ენობრივი ბარიერი არ გაჩნდება: ის თავად ფლობს ინგლისურ ენას და ბატალიონში ასევე არიან ინგლისურენოვანი ოფიცრები და სერჟანტები. „ახლა შევქმენი სრულიად ესპანურენოვანი ასეული და მის ხელმძღვანელობაში არის ასეულის მეთაური, რომელიც ესპანურს, პორტუგალიურს და ინგლისურს ფლობს. მისი მოადგილე, მთავარი სერჟანტი, ასევე ლაპარაკობს ესპანურად და პორტუგალიურად. „მან თავად მოხალისეები დანიშნა რაზმების მეთაურების თანამდებობაზე“, ამბობს დინამო.
ერთ-ერთი მათგანი, ვინც უნებართვოდ დატოვა მე-2 ლეგიონი, იყო სტივენ ჩარლტონი, ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი. ომამდე ის ტექნოლოგიური კონსალტინგის სფეროში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მაგრამ 2025 წლის ოქტომბერში ის უკრაინაში ჩავიდა და, მისი თქმით, მიზანმიმართულად აირჩია მე-2 საერთაშორისო ლეგიონი.
მოგვიანებით ჩარლტონი, მე-2 ლეგიონის ყველა სხვა ჯარისკაცის მსგავსად, გადაიყვანეს მოიერიშე პოლკში, რომელშიც ჯარისკაცების ნაწილი იყო უკრაინაში სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული ყოფილი პატიმრები. სტივენს არ სურდა მათთან ერთად მსახურება. სტივენი ასევე ამბობს, რომ ახალი სარდლობის წარმომადგენლებთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობდა: მათ საბრძოლო დავალებაზე მისი გაგზავნა სურდათ სათანადო მომზადებისა და დეტალების წინასწარ ახსნის გარეშე.
„როგორც ბრიტანეთის არმიის ქვეითი ჯარის ყოფილმა ოფიცერმა ვიცი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს დავალების წინ კარგი ბრიფინგი. და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს იყო ტყუილისა და სისულელის ყველაზე დიდი გროვა, რაც კი ოდესმე შემხვედრია“, ამბობს ბრიტანელი ბრიფინგზე და იმაზე, თუ რატომ მიატოვა უნებართვოდ სამხედრო სამსახური.
„მივმართე ჩვენს მეგობრებს, ბრიტანელებსა და ამერიკელებს სხვა ქვედანაყოფებიდან და ვკითხე: „ბიჭებო, როგორ გავაღწიოთ აქედან?“ ჩვენ არ მოგვიწერია ხელი არცერთი დოკუმენტისთვის, რომლითაც დავთანხმდებოდით ამ ახალ ბრიგადაში გადასვლას. და არ გვინდა დარჩენა, ვინაიდან ეს ოფიცრები უბრალოდ მოგვკლავენ,“ ამბობს სტივენი.
ჩარლტონი ამბობს, რომ მას არ შეუძლია ნებაყოფლობით გაწყვიტოს კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, რადგან ჯერ ექვსი თვე არ გასულა. ამიტომ, საბოლოოდ, ის და კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი სხვა უკრაინულ ქვედანაყოფში გაემგზავრნენ და იმედოვნებს, რომ იქ გააგრძელებს სამსახურს.
„უკრაინის გადაკვეთა და ახალ ქვედანაყოფში მოხვედრა დაახლოებით ერთი თვის ხელფასი დაგვიჯდა, ვინაიდან მართლა გვინდა ბრძოლა. ახლა ყველა საჭირო საბუთს ვამზადებთ გადასასვლელად. უკვე რამდენიმე კვირაა, ველოდებით“, ამბობს სტივენი.
მიკოლაველიკი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბატალიონი ჩაიბარა, მასთან არცერთი უცხოელი არაა, ვინც უნებართვოდ დატოვა ნაწილი. მისითქმით,ჩარლტონის შესახებ სმენია, მაგრამ პირადად არ უსაუბრია მასთან. „არ ვიცი, როგორ წავიდა ის СЗЧ-ში ან რატომ“, ამბობს დინამო.
მე-2 საერთაშორისო ლეგიონის ყოფილი მეთაური, ოლექსანდრ იაკიმოვიჩი, თვლის, რომ უცხოელები ეფექტიანად იბრძვიან, მაგრამ მათ სპეციფიკური მენეჯმენტი და მოპყრობა სჭირდებათ, რისთვისაც ყველა უკრაინელი მეთაური არ არის მზად.
„ჩვენს ბატალიონში ყველა ჯარისკაცმა იცოდა მაქსიმალური ინფორმაცია თავისი დავალების შესახებ. ეს თუნდაც მხოლოდ თავდაცვის არეალში პოზიციებზე როტაცია რომ ყოფილიყო, ეს იყო სრული ბრიფინგი მთელი სიტუაციისა და ინფორმაციის შესახებ. კაცი დავალებაზე მიდის და იცის, რა უნდა გააკეთოს, მას არ ეშინია,“ ამბობს იაკიმოვიჩი.
მე-2 ლეგიონის სარდლობის ყოფილი წევრები არა მხოლოდ საერთაშორისო ლეგიონების დაშლასთან დაკავშირებულ ადამიანურ დანაკარგებზე საუბრობენ, არამედ დანაკარგებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების იმიჯისთვისაც უცხოელების მოახლოებული გაწვევის კონტექსტში.
ოლექსანდრიაკიმოვიჩისთქმით, 1 ნოემბრის მონაცემებით, ქვედანაყოფში 200-ზე მეტი განაცხადი იყო შესული სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეებისგან, რომელთაგან 60-მა უკვე გაიარა ყველა პროცედურა და მზად იყო უკრაინაში წასასვლელად. მაგრამ საბოლოოდ არავინ ჩასულა.
„უცხოელების უმეტესობა სწორედ საერთაშორისო ლეგიონში ჩამოდიოდა. იქ უცხოელებთან სისტემური მუშაობა მიმდინარეობდა. ისე არა, რომ მოვიდა ავტობუსი, აი, ავტომატი და წადი, ისროლე. არა, ეს სისტემური მუშაობა იყო. ლეგიონი იყო ბრენდი, რომელიც ბევრმა ადამიანმა შექმნა“, ირწმუნებაოლექსანდრიაკიმოვიჩი.
უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლობა ამტკიცებს, რომ უცხოელთა ქვედანაყოფები, როგორც ასეთი, კი არ გაქრება, არამედ ტრანსფორმირდება, რათა ახალი იარაღითა და აღჭურვილობით გაძლიერდეს. უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ქვეითი ჯარისა და ადამიანების ამჟამინდელი დეფიციტის გათვალისწინებით, მოხალისეების დაქირავება, თუნდაც სხვა ქვეყნებიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების მნიშვნელოვანი ფაქტორია და გამოდის მოწოდებით, არ გამწვავდეს დაძაბულობა საერთაშორისო ლეგიონის რეფორმასთან დაკავშირებით.
„მედიამ სიტყვა „მოიერიშის“ გამო უზარმაზარი შიში და შეშფოთება გაავრცელა. ეს არ ნიშნავს, რომ მოიერიშე რაზმები უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც იერიშებს ახორციელებენ და მათ დასტა-დასტა ცელავენ“, ირწმუნებაკონსტანტინმილევსკი. „უბრალოდ მინდა მთელმა მსოფლიომ გაიგოს: უცხოელს უკრაინაში იმისთვის არ ვიწვევთ, რომ ის საზარბაზნე ხორცად ვაქციოთ, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. ძალიან გვინდა, რომ ეს უცხოელი დარჩეს შეიარაღებულ ძალებში, ინტეგრირდეს უკრაინულ საზოგადოებაში და სარგებელი მოიტანოს. ეს არის უცხოელების მოზიდვის მთავარი მიზანი“.