ბანკებმა უნდა დაიცვან ქართული კანონმდებლობა - თურნავა სანქცირებულ „იმედსა“ და PosTV-ზე
ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და „პოს ტვ“-ის სანქცირების შემდეგ ჯერ არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევათ მათ საბანკო ანგარიშებს, რომელიც მათ ოპერირებისთვის სჭირდებათ. ამ საკითხზე პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას კომენტარი გაავრცელეს.
