ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

უიტკოფის თქმით, ტრამპს აინტერესებს, რატომ არ “ნებდება” ირანი აშშ-ის სამხედრო ძალების ზრდის ფონზე

0
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აინტერესებს, თუ რატომ არ ნებდება ირანი და არ დათანხმდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, მაშინ როდესაც ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში თავის სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებს, განაცხადა ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა.

„არ მინდა გამოვიყენო სიტყვა „იმედგაცრუებული“, რადგან მას ესმის, რომ მას უამრავი ალტერნატივა აქვს, მაგრამ აინტერესებს, რატომ არ... არ მინდა, გამოვიყენო სიტყვა „კაპიტულაცია“, მაგრამ რატომ არ ნებდება“, ირანი - განაცხადა უიტკოფმა 21 თებერვალს Fox News-თან ინტერვიუში.


„რატომ, ამ ზეწოლის ქვეშ, იქ არსებული საზღვაო ძალების რაოდენობის გათვალისწინებით, რატომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ გვითხრეს: „ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ გვინდა იარაღი, ამიტომ აი, ამისთვის ვართ მზად“? და მაინც, საკმაოდ რთულია მათი აქამდე მიყვანა.“
ტრამპმა ბრძანება გასცა ახლო აღმოსავლეთში ძალების მნიშვნელოვნად გაზრდისა და ირანზე პოტენციური მრავალკვირიანი საჰაერო თავდასხმისთვის მზადების შესახებ. ირანმა დაიმუქრა, რომ მასზე თავდასხმის შემთხვევაში, ის აშშ-ის ბაზებს დაარტყამს.

შეერთებული შტატები ირანისგან მოითხოვს, უარი თქვას გამდიდრებულ ურანზე, რომელიც ვაშინგტონის თქმით, პოტენციურად შეიძლება გამოყენებული იქნას ბომბის დასამზადებლად, ასევე, შეწყვიტოს ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა და დაეთანხმოს სარაკეტო პროგრამის შეზღუდვებს.
თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა ფინანსური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ მზადაა, გარკვეული შეზღუდვები დაუშვას. ის უარყოფს ამის სხვა საკითხებთან დაკავშირებას, როგორიცაა რაკეტები და შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა.

„ისინი ამდიდრებენ ურანს გაცილებით მეტად, ვიდრე საჭიროა სამოქალაქო ბირთვული ენერგიისთვის. ეს მაჩვენებელი 60%-მდეა (მასალის სიწმინდე)“, - თქვა უიტკოფმა. „მათ ალბათ ერთი კვირა აშორებთ ბომბების დასამზადებლად საჭირო სამრეწველო მასალის მიღებისგან, და ეს ნამდვილად საშიშია“.
2025 წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, ისრაელისა და აშშ-ის თვითმფრინავებმა დაბომბეს ირანი, რამაც ბირთვული ობიექტები მნიშვნელოვნად დააზიანა.
აშშ-მ გამოიყენა განსაკუთრებული სიმძლავრის ბომბები, რამაც უდიდესი დარტყმა მიაყენა ფორდოუს, ნათანზისა და ისპაანის ატომურ ობიექტებს.
ამ თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები „განადგურდა“.
მას შემდეგ ირანმა შეწყვიტა ურანის გამდიდრება და აცხადებს, რომ ობიექტების ნანგრევების ქვეშ 400 კგ-ზე მეტი მაღალგამდიდრებული ურანია.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ მისი აზრით, მასალის უმეტესი ნაწილი ნანგრევების ქვეშ ხელუხლებელი დარჩა, თუმცა მის ინსპექტორებს 2025 წლის ივნისიდან არ მიეცათ სამივე განადგურებული ობიექტის მონახულების უფლება.

თეირანი განმეორებით აცხადებს, რომ მისი ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია და მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.
2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს და გერმანიას ერთი მხრივ, მეორე მხრივ ირანს შორის დაიდო ბირთვული შეთანხმება, რომლის ძალით ირანმა შეზღუდა თავისი პროგრამა სანქციების შერბილების სანაცვლოდ. 2018 წელს აშშ-მა ეს შეთანხმება ცალმხრივად დატოვა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აშშ-სა დაი რანს შგორის არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკება.
22 თებერვალს ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებებში კვლავ განსხვავებული შეხედულებები აქვთ სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

უიტკოფმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის მითითებით შეხვდა ირანის ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელ რეზა ფეჰლევის, 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს დამხობილი შაჰის შვილს. მან შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაამხილა.

ფეჰლევი, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს, ირანის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის გამაერთიანებელი ფიგურა იყო გასულ თვეში გამართულ, მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციების პერიოდში, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანი დაიღუპა. თებერვლის დასაწყისში ფეჰლევიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევას ირანში სიცოცხლეების გადარჩენა შეეძლო, და ვაშინგტონს მოუწოდა, თეირანის სასულიერო მმართველებთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში დიდი დრო არ დაეხარჯა.