უნგრეთი ნავთობსადენ "დრუჟბას" გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელს შეუშლის
უნგრეთი აპირებს, დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცება მილსადენ "დრუჟბის" გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო.
„სანამ უკრაინა არ განაახლებს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთსა და სლოვაკეთში მილსადენ „დრუჟბის“ გზით, ჩვენ არ დავუშვებთ კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას“, - დაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების მიღებას გეგმავს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება - რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეოთხე წლისთავის წინა დღეს.
მანამდე უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრნენ, თუ კიევი რუსული ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს. სიიარტომ ასევე გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, რომ დაბლოკავს ევროკავშირის უკრაინისთვის გამოყოფილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტს, რომელიც ადრე ევროკომისიამ დაამტკიცა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის შესახებ განცხადებებს შანტაჟი უწოდა.
„ასეთი ქმედებები - როცა მიმდინარეობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასიური და მიზანმიმართული დაბომბვა რუსეთის მხრიდან და როცა მოსკოვი ცდილობს, უკრაინელები ელექტროენერგიის, გათბობისა და გაზის გარეშე დატოვოს უკიდურესი სიცივის დროს - არის პროვოკაციული, უპასუხისმგებლო და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ „არარუსული“ ნავთობის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების შემოთავაზება გააკეთა. საუბარია, კერძოდ, „ოდესა-ბროდის“ ნავთობსადენის გამოყენებაზე.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება რუსეთის დაბომბვების გამო შეფერხდა. კიევი ამავდროულად ხაზს უსვამს, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას უწყობს ხელს.
უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ხელისუფლებას მიწოდების აღდგენის განზრახ დაბრკოლებაში ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანა ამ მილსადენზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგორესურსების იმპორტის საკითხში.