15 ადამიანი დააკავეს ძმები მიქაძეების სხდომისას სასამართლოსთან ჩხუბის გამო
„კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეში ბრალდებულთა პროცესის პარალელურად, ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ მორიგი მასობრივი დაპირისპირების შედეგად 15 ადამიანია დაკავებული.
