ელისო კილაძეს, ფარცხალაძესა და მიქაძეებს "ქოლცენტრებზე" ედავებიან
„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელ ელისო კილაძეს, - რომელიც დღეს დილას დააკავეს, - ედავებიან ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას. ბრალდება „ქოლცენტრებს“ უკავშირდება.
