ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ბაქოს სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ყარაბაღის ე.წ. მთავრობის ყოფილ მეთაურს

0

ბაქოს სამხედრო სასამართლომ აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით დამნაშავედ ცნო მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ანუ მთავრობის მეთაური რუბენ ვარდანიანი და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდების მხარე ვარდანიანისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება რუბენ ვარდანიანს ადანაშაულებს აგრესიული ომის წარმოებაში, ტერორიზმის დაფინანსებაში, ომის წარმოების კანონების დარღვევაში, ადამიანთა გატაცების ორგანიზებაში.

ვარდანიანმა ბრალი არ აღიარა და სასამართლო პროცესს პოლიტიკური უწოდა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ბაქოში სასამართლო პროცესზე, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რუბენ ვარდანიანმა უარი თქვა კერძო ადვოკატების მხრიდან დაცვაზე, რადგან მისი შეფასებით, პროცესი ფარსი იყო.

მილიარდერმა ბიზნესმენმა, ერევანში დაბადებულმა რუბენ ვარდანიანმა კაპიტალი რუსეთში დააგროვა და ამ ქვეყნის მოქალაქე იყო 2022 წლის სექტემბრამდე, როცა მან გამოაცხადა, რომ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში გადადის.დაახლოებით ერთი წლით ადრე ვარდანიანმა სომხეთის მოქალაქეობა დაიბრუნა.2022 წლის ოქტომბერში რუბენ ვარდანიანი სათავეში ჩაუდგა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. მთავრობას.აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რუბენ ვარდანიანი 2023 წლის სექტემბერში, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დააკავეს, როცა ყარაბაღის ათასობით სხვა მცხოვრების მსგავსად სომხეთის ტერიტორიისკენ მიემართებოდა.

მალევე ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა და აზერბაიჯანმა აღდგენილად გამოაცხადა ამ რეგიონის დაკარგვით 1990-იან წლებში დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა.

2026 წლის თებერვლის დასაწყისში ბაქოს სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილ, ე.წ. პრეზიდენტს, არაიკ არუთუნიანს, არმიის ყოფილ მეთაურს, ლევონ მნაცაკანიანს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით იშხანიანს და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, დავით ბაბაიანს.